in

როგორ შევარჩიოთ სკამი და მაგიდა ინტერიერისთვის – “შნო” გვირჩევს

Banner M2
Banner M2

საუკუნეებია ადამიანი მაგიდასა და სკამებს მხოლოდ ჩამოსაჯდომად აღარ იყენებს. მათ ინტერიერში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ დაკავებული და კომფორტის გარდა ესთეტიკური სიამოვნების მონიჭება აკისრიათ. თუმცა ლამაზი ფორმები ხშირად საიმედო კონსტრუქციას ვერ გვთავაზობს, არადა როგორ გვინდა ჩვენგან მოწონებული ავეჯი დიდხანს და “შეურყევლად” ამშვენებდეს ჩვენს კერას. იმისთვის, რომ თანამედროვე ტრენდული დიზაინით დამზადებული სკამი თუ მაგიდა მომავალში ჩვენი ესთეტიკური სიამოვნების ხანგრძლივ წყაროდ იქცეს, სწორი არჩევანის გაკეთებისთვის კომპანია შნოს წარმომადგენელს – ირაკლი ნიორაძეს მივმართეთ.

 

-ავეჯი დიზაინის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ხოლო კარგად შერჩეული სკამი და მაგიდა – ინტერიერის მნიშვნელოვანი შტრიხია. რა ტრენდია დღეს ამ მიმართულებით?

-დღეისთვის ტრენდულია მსუბუქი ფორმები (თხელი კონტურები), რომელიც ამავდროულად არ კარგავს სიმტკიცეს და გამძლეობას.

-ხშირად ლამაზი არ ნიშნავს საიმედოს და გამძლეს. რას გვეტყვით ამის შესახებ, როცა ძალიან მოგვეწონება სკამი ან მაგიდა, ყიდვისას რას მივაქციოთ ყურადღება?

-უმნიშვნელოვანესია დეტალების შეერთებები და საღებავის ხარისხი. მნიშნელოვანია, რომ მასიური ხის დეტალების შეერთება შესრულებული იყოს მრავალფენოვანი გადაერთების მეთოდით, მეტალის შემთხვევაში შედუღების ხარისხი (წიბოების შეხების ადგილი) სრულად უნდა იყოს შევსებული. მეტალი დაფარული უნდა იყოს ფხვნილოვანი ელექტროსტატიკური საღებავით რომელიც უზრუნველყოფს მრავალწლიან ფერსა და საფარის მედეგობას.

-რა მასალისგან დამზადებული სკამი და მაგიდა არის დღეს ტრენდული?

-დღეისთვის ტრენდულია სხვადასხვა მასალის კომპოზიციით შექმნილი ნაკეთობები, მაგალითად: ხე და მეტალი, ხე და შუშა, მეტალი და შუშა, ხე და ტყავი ან კიდევ უფრო მრავალფეროვანი კომბინაცია.

-გვითხარით ყველაზე აუცილებელი 3 რჩევა რასაც თქვენს მომხმარებელს შესთავაზებდით.

-ჩემი ძირითადი 3 რჩევა ასეთია:

1. ქართული ნაწარმი არ ნიშნავს უხარისხოს.

2. მოიკვლიეთ მწარმოებლის ისტორია და რეპუტაცია.

3. ნუ გადაიხდით ბევრად ზედმეტს მხოლოდ იმიტომ, რომ ავეჯი ევროპიდანაა.

 

 

 

 

 

რა უნდა ვიცოდეთ შემრევი ონკანის შესახებ

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე