in

10 ადგილი თბილისში, სადაც დახვეწილი დიზაინის სკამს შეიძენთ

სკამი გადამწყვეტ როლს ასრულებს ინტერიერში, გარდა იმისა, რომ ის აუცილებელი, პრაქტიკული და საჭირო ნივთია, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სივრცის ესთეტიკაზე და სახლის იერსახეს განსაზღვრავს. მაქსიმალური კომფორტისა და მიმზიდველი ინტერიერის მისაღებად უმჯობესია, სკამი დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით შეარჩიოთ. დღევანდელ სტატიაში Homeis.ge იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინის მოდელებს შეიძენთ.

1. TON

ლეგენდარული ჩეხური ბრენდის — „TON“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თბილისში მდებარე  „TON“-ის შოურუმია. სადაც მაღალი ხარისხის, განსხვავებული დიზაინისა და დახვეწილი ფორმების მოდელები დაგხვდებათ. სასურველი პროდუქტის დახმარებით კი ინტერიერში შთამბეჭდავ აქცენტებს შექმნით.

2. Comforter

ავეჯის მთავარი დანიშნულება კომფორტული გარემოს შექმნაა. ამიტომ სკამის შეძენისას გადამწყვეტი ფაქტორი მისი მოხერხებული დიზაინია, რომელიც თავს სასიამოვნოდ და კომფორტულად გვაგრძნობინებს. „Comforter“ -ის შოურუმი კი სწორედ ასეთი, ფუნქციური, პრაქტიკული პროდუქციით გამოირჩევა და დახვეწილ მოდელებს სთავაზობს მომხმარებელს.

3. INTERIORISMO

INTERIORISMO“-ს კოლექციაში ელეგანტური დიზაინის სკამებია წარმოდგენილი, რომლებიც თქვენს ინტერიერს დახვეწილობას შესძენს და ესთეტიკურად გაამდიდრებს. ამასთანავე, სახლში კომფორტულ გარემოსაც შეგიქმნით.

4. Mysa

სივრცეში თითოეული დეტალი ინტერიერის იერსახეს განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი ავეჯი, რომელიც სახლში მთავარ ხასიათსა და განწყობას ქმნის. შესაბამისად, სკამის შერჩევისას დიდი ყურადღება გმართებთ. კიდევ ერთი ადგილი, სადაც გამორჩეული დიზაინის სკამს შეიძენთ „ Mysa“-ს შოურუმია.

5. JYSK

მინიმალისტური, სკანდინავიური ესთეტიკის შესაქმნელად, „JYSK“-ის შოურუმის მონახულება ნამდვილად ღირს. კოლექციაში წარმოდგენილი დახვეწილი ფორმების მქონე ავეჯი, უდავოდ მომხიბვლელ და საინტერესო იერს შესძენს თქვენს სივრცეს.

6. FORUM By New Light 

FORUM By New Light“-ი კომფორტულ, მრავალფეროვან მოდელებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოსა და მოსახერხებელს გახდის. შერჩეული პროდუქტი დატვირთულ, სტრესულ დღეებს შეგიმსუბუქებთ და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

7. Laboratory My Home

განსხვავებული დიზაინის, თქვენთვის სასურველ სკამს შეარჩევთ „Laboratory My Home“-შიც, რომელსაც სახლის სხვადასხვა ზონას მიუსადაგებთ და სივრცეს საინტერესო, მიმზიდველი ელემენტებით გაამდიდრებთ.

8. სკამი

ქართული ბრენდი „სკამი“ ერგონომიულად გამართულ, დამკვეთის სურვილებსა და გემოვნებაზე მორგებულ სკამებს ამზადებს და მომხმარებელს ნატურალური ხის მასალისგან შექმნილ, სკანდინავიური დიზაინის მოდელებს სთავაზობს, რომლებიც ხარისხითა და დიზაინით გამოირჩევა.

9. Studio995

თუ ცნობილი ბრენდების ევროპული ვინტაჟური ავეჯი გხიბლავთ, „Studio995“-ს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. შოურუმში არსებული მოდელები თქვენს ინტერიერს განსხვავებულ, უცხო, საინტერესო იერს  შესძენს და მდიდრულ ეფექტს შემატებს.

10. Ashley HomeStore Georgia 

ხარისხიანი, მიმზიდველი დიზაინის პროდუქციის შეძენას შეძლებთ „Ashley HomeStore Georgia“-შიც. შოურუმის კოლექციიდან მარტივად შეარჩევთ შესაფერის სკამს, რომელიც ინტერიერის განახლებასა და მყუდრო გარემოს მოწყობაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა — „Element“-ი მილანში, „Oxilia Gallery“-ში წარმატებით გაიხსნა

კლასიკური ელემენტებით შექმნილი პარიზული ატმოსფერო რაზმაძის ქუჩაზე — დიმიტრი ახვლედიანისა და კატო კიკნაძის ინტერიერი