in , ,

“სტუდიო+-“-ისა და “აზურიტის” კოლაბორაციით შექმნილი “ბალახის სკამი” და “ფლამინგო სანათი”

“სტუდიო +-“ და “აზურიტის” პირველი ერთობლივი ნამუშევარი გადამუშავებული ქაღალდით შექმნილი სკამი და განათებაა. ელისაბედ ზაუტაშვილისა და ნატო ბაგრატიონის მიერ დაარსებული დიზაინ სტუდიის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის გასული ინტერვიუდან, ხოლო რაც შეეხება “აზურიტს”,  ეს გახლავთ თბილისში მოღვაწე ხელოვანის – ანი შეროზიას ბრენდი, რომელიც ძირითადად გადამუშავებული ქაღალდით ქმნის ძალიან საინტერესო ნამუშევრებს. 

აღნიშნული კოლაბორაციით შეიქმნა “ბალახის სკამი” და “ფლამინგო სანათი”. ეს არის ფეხზე მდგომი განათება-ტორშერი, რომელიც იმეორებს ფლამინგოს ფერებს. “ბალახის სკამი” კი სამი სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის გადამუშავებული ქაღალდითაა დაფარული. ორივე მათგანს რკინის კონსტრუქცია აქვს, ამიტომ ისინი ძალიან მყარია. გადამუშავებული ქაღალდი კი სიმსუბუქის ილუზიას ქმნის. 

“სტუდიო +-“ აგრძელებს თანამშრომლობას “აზურიტთან” და ძალიან მალე სრულ კოლექციას შესთავაზებს მომხმარებელს. 

“ბალახის სკამი”-სა და “ფლამინგო სანათის” შეძენა “სტუდიო +- “-ის ვებგვერდზე, კონცეპტუალური მაღაზია Moon Rabit -ისა და აზურიტის გვერდებზეა შესაძლებელი.

ტური მანჰეტენის უძვირფასეს ბინაში – სტივენ ვოლპის პროექტი

8 გამორჩეული საძინებლის დეკორი ქართული შოურუმებიდან