in

8 გამორჩეული საძინებლის დეკორი ქართული შოურუმებიდან

გადატვირთული დღის შემდეგ ყველას გვჭირდება ოთახში განმარტოვება, სადაც შევძლებთ კომფორტულად მოვეწყოთ და დავისვენოთ. სწორედ ასეთი ადგილია საძინებელი, რომლის მოწყობას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ამ პროცესის გასამარტივებლად ჩვენ შევარჩიეთ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების საკულტო მოდელები ქართული შოურუმებიდან, რომლებიც თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო სასიამოვნოს და დახვეწილს გახდის. 

1. საწოლი

საძინებელი ოთახის მთავარი ატრიბუტი საწოლია. “Veneran mobili”-ს პრემიუმ კლასის დიზაინერულ საწოლებს კასტელოს (Castello) შოურუმში შეიძენთ. გირჩევთ, საწოლი სათავსოთი შეარჩიოთ, რომელიც დაგეხმარებათ ნივთები დააბინაოთ და სივრცე დაზოგოთ. შერჩეული მოდელის ღირებულება 8100 ლარია.

 

2. სარკე

სარკე საძინებელი ოთახის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული აქსესუარი ჩვენ  “ფორუმი -ახალი ნათების” შოურუმიდან შევარჩიეთ. ეს არის მოდელი სახელწოდებით “ELEGANTE” და მეტალის ელემენტის წყალობით მას ნაზი და დახვეწილი დიზაინი აქვს. მისი ღირებულება ამ ეტაპზე 1196 ლარია.

 

3. განათება

ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც  წიგნის კითხვა საწოლში უყვარს. ჩვენ ამ მხრივ იტალიური ბრენდის “Oluce”-ისთვის 1977 წელს  შექმნილი მაგიდის სანათ “Atollo-ზე” შევაჩერეთ არჩევანი. აღნიშნული მოდელის შეძენა მაღაზია “ლინეა იტალიაშია” შესაძლებელი და მისი ღირებულება 558 ევროს შეადგენს.  

4. თეთრეული

თეთრეული ის აუცილებელი ატრიბუტია, რომელის გარეშე შეუძლებელია საძინებელი ოთახის დაკომპლექტება. ჩვენი რჩეულია “მანამო ჰოუმის” თეთრეულის სატინის კომპლექტი, რომელიც ბუნებრივ მასალასთან ერთად ლამაზი და კომფორტულია. მაღაზიის ვებ გვერდზე ორსაწოლიანი კომპლექტის (200X220) ღირებულება 159 ლარია.

 

5. ბალიში და ძილის ნიღაბი

იმისთვის, რომ ძილის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს, აუცილებელია ხარისხიანი ბალიშისა და ე.წ. ძილის ნიღბის შერჩევა. ამ მხრივ ჩვენი რჩეული “მალბერის” 100%-იანი აბრეშუმის ძილის სეტია, რომელიც დამზადებულია (6A) უმაღლესი ხარისხის 100% აბრეშუმის 22 მომი ქსოვილისაგან და შექმნილია სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. აღნიშნული სეტის შეძენა ამ ეტაპზე ფასდაკლებით, 290 ლარად არის შესაძლებელი.

6.”Bosa-ს” ლარნაკი

კომპანია “Bosa”-მ კერამიკის წარმოება 1976 წელს დაიწყო და იგი იყენებს უძველეს ტექნიკას და ფერების მდიდარ პალიტრას და გამორჩეულად ლამაზ ხელნაკეთ საგნებს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ნივთი ეს ულამაზესი ლარნაკია, რომელიც ნებისმიერ საძინებელში იქცევა ინტერიერის განუყოფელ ნაწილად. ამავე დროს ის ფუნქციურიცაა, ვინაიდან მასში სხვადასხვა ნივთების შენახვაა შესაძლებელი. აღნიშნული მოდელის შეძენა Motif-ის შოურუმშია შესაძლებელი და მისი ღირებულება 685 ევროა.

7. ხალიჩა

საძინებლის ინტერიერის მეტი სიმყუდროვისთვის და ოთახის დასათბობად იდეალური ვარიანტია ხალიჩა. ამ მხრივ დიდი არჩევანი არსებობს, მაგრამ ჩვენი რჩეული დღეს  Gaultier-ს ბრენდის ეს ლამაზი ნოხია, რომელიც სადა და ნაზი ფერებით გამოირჩევა. მისი ღირებულება 2713 ლარია. 

8. ჟურნალებისა და წიგნების სათავსო

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ნივთი საკმაოდ ორიგინალური დიზაინის მქონეა, ის ასევე ფუნქციურ დატვირთვასაც ითავსებს და ძალიან პრაქტიკულია ხმარებაში. აღნიშნული მოდელის შეძენა MEDUSA-ს შოურუმშია შესაძლებელი და მისი ღირებულება 963 ლარს შეადგენს.

“სტუდიო+-“-ისა და “აზურიტის” კოლაბორაციით შექმნილი “ბალახის სკამი” და “ფლამინგო სანათი”

ნეკერჩხლის ფილებისგან დამზადებული ფინური ქოხი