in

ნეკერჩხლის ფილებისგან დამზადებული ფინური ქოხი

Alliance Group
Alliance Group

„Kynttilä“  ანუ „სანთელი“ არქიტექტურული ბიურო „Ortraum Architects“-ის მიერ, ფინეთის ტბა „საიმას“ პირზე დამზადებული პატარა ხის სახლია, შემინული მახვილკუთხა სახურავითა და ტბაზე შთამბეჭდავი ხედით.

„Kynttilä“ დამზადებულია ნეკერჩლის სამშრიანი ფილებისგან, ხოლო გარედან ლარიქსის ხის ფიცრებითაა მოპირკეთებული.

15 კვადრატული მეტრი ფართის ქოხი ნახევარკუნძულ ნუნანიემის სანაპიროზე მდებარეობს. ტბის ხედებით მაქსიმალური ტკბობისთვის ერთ მხარეს ფანჯრები ძირიდან ჭერამდეა გაკეთებული.

ნეკერჩხლის ფილები შიდა მხარეს ღიაა და ასევე ჩაშენებულ ავეჯს წარმოქმნის, ისეთს როგორიცაა საწოლი, რომელიც ერთ მხარეს შემინულ ბოლოზე დგას. კიბე ორიარუსიანი საწოლისკენ მიგვიძღვება, რომელიც კარის თავზეა განთავსებული.

კაბინის ორივე ბოლოზე კარნიზებია, რომელიც სახლის მთლიანი კონსტრუქციიდან ოდნავ გადმოშვერილია და აწევის დროს ქოხის კარკასის დაცვას უზრუნველყოფს. ის ასევე დასაჯდომად ან გარეთ ფეხსაცმლის დასალაგებლად გამოიყენება.

„სივრცე მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებასთან, ვინაიდან დიდი ფანჯარა მჭიდრო კავშირს ქმნის გარემოსთან“ – ამბობს „Ortraum Architects“-ის გუნდი.

„ღამის საათებში, როგორც სანთელი, ის თბილი შუქით ანათებს ტბის სანაპიროს.

ქოხი ხელშეუხებელ ტყეშია, ამიტომაც არქიტექტორებმა სამუშაო პროცესი ისე დაგეგმეს, რომ მშენებლობას რაც შეიძლება ნაკლები ზეგავლენა ჰქონოდა გარემოზე.

ნეკერჩხლის დეტალები  სამშენებლო მოედნის გარეთ წინასწარ დამზადდა. დროებითი გზა მხოლოდ ერთი დღით მოეწყო იმისთვის, რომ სატვირთო მანქანით დიდი დეტალების ტრანსპორტირება და მძიმე შუშის ნაჭრის დამონტაჟება ამწეთი განხორციელებულიყო.

ქოხი სასტუმრო ოთახად და მედიტაციის ადგილად ფუნქციონირებსს. ის საზაფხულო სახლისა და საუნის კომპლექსის შემადგენელია.

8 გამორჩეული საძინებლის დეკორი ქართული შოურუმებიდან

თაჯ-მაჰალი – არქიტექტურით უკვდავყოფილი სიყვარულის ისტორია