in

თაჯ-მაჰალი – არქიტექტურით უკვდავყოფილი სიყვარულის ისტორია

Alliance Group
Alliance Group

ინდოეთში, ქალაქ აგრაში მდებარე თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პოპულარული ნიმუშია, რომელიც მარმარილოში გამოქანდაკებული სენტიმენტების გამო უკვდავი სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა.

თაჯ-მაჰალის პროექტის სულისჩამდგმელი შაჰ ჯაჰანი იყო, რომელსაც თავისი სათაყვანო ცოლის, მუმთაზ მაჰალის გარდაცვალების შემდეგ მისი ხსნოვნის უკვდავყოფა სურდა. მავზოლეუმის მშენებლობა 1648 წელს დასრულდა და ამ პერიოდიდან იგი ყველა მნახველის გულს იპყრობს.

შაჰ ჯაჰანის სიყვარულით შექმნილი პროექტის მშენებლობაში 20,000-ზე მეტი მუშა იყო ჩართული, მისი დიდებული ექსტერიერიდან დაწყებული, ინტერიერის თითოეული მცირე, გენიალური დეტალით დასრულებული. კონსტრუქციაზე მუშაობა 1632 წელს დაიწყო და 1648 წლამდე გრძელდებოდა, იქამდე, სანამ მთავარი მავზოლეუმის მშენებლობა დასრულდა და დანარჩენ ნაგებობზე მუშაობა დაიწყო. თაჯ-მაჰალის დამატებით ნაგებობებსა და ბაღებზე მუშაობა 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

თაჯ-მაჰალი მოგოლური არქიტექტურის დამაგვირგვინებელი, საუკეთესოდ გამომსახველი ნაგებობაა. მოგოლები ინდოეთს საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ და მათი არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სპარსული, ირანული და ისლამური ტექნიკების ნაზავის ხილვა ინდოეთში ბევრ ნამუშევარზეა შესაძლებელი, განსაკუთრებით კი – თაჯ-მაჰალში.

თაჯ-მაჰალის ყველაზე მარტივად ამოსაცნობი დეტალი აკლდამაა, რომელიც კვადრატულ პლინტუსზე დგას. სტრუქტურა შედგება სიმეტრიული შენობისაგან, რომელსაც თაღოვანი დერეფნები ახასიათებს და სათავეში დიდი გუმბათით გვირგვინდება. ეს ელემენტები სპარსეთიდან იღებს სათავეს.

 

თაჯ-მაჰალის ოთხივე მხარეს ვხედავთ მინარეთებს, რომლებიც ისეა დაპროექტებული, რომ ფუნქციონირებადები იყვნენ. თითო მინარეთი 40 მეტრზე მაღალია და პროექტის მიხედვით აკლდამისგან შორს მდებარეობს, რათა მათი ჩამოშლის შემთხვევაში მუმთაზ მაჰალის განსასვენებელი არ დაზიანდეს.

თაჯ-მაჰალის მთავარ დარბაზში მუმთაზ მაჰალისა და შაჰ ჯაჰანის ყალბი სარკოფაგები გვხვდება, თუმცა მათი საფლავები რეალურად მიწისქვეშაა ჩამარხული.

თაჯ-მაჰალის გუმბათი მარმარილოსგანაა დამზადებული და დაახლოებით 35 მეტრის სიმაღლისაა. ის ლოტუსის დიზაინითაა გაფორმებული და მისი წვერი აქცენტირებულია, რაც გუმბათს კიდევ უფრო მაღალს აჩენს.

გუმბათის ფორმას იმეორებს ოთხი მცირე ზომის კიოსკი შენობის კუთხეებში, რომელთა საფუძვლებიც ისეა გაღებული, რომ მათი გავლით ინტერიერში შუქი შევიდეს.

რთულად დასაჯერებელია, მაგრამ თაჯ-მაჰალის ინტერიერიც ისეთივე მომაჯადოებელია, როგორც ექსტერიერი. ფენებად დაწყობილი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები და წარმოუდგენლად დეტალიზებული ორნამენტები ისეთ საოცარ ინტერიერის დიზაინს ქმნის, რომლის ნახვაც დამთვალიერებელმა თავისუფლად შეიძლება რელიგიურ გამოცდილებად აღიქვას.

ინტერიერს განსაზღვრავს რვა პიშტაქის თაღი, რომელიც საერთო ჯამში ოთხ ცენტრალურ, მაღალ თაღს ქმნის. ეს თაღები იქცევიან აივნებად და „გადასახედ“ სივრცეებად, რომლებიც ექსტერიერის ფანჯრებითაა დამშვენებული და საიდანაც აგრას უმშვენიერესი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

მოგოლური სტილით შექმნილი ბაღი 16 ნაწილადაა გაყოფილი, რომლის ცენტრშიც აუზია განთავსებული. ბაღის სხვადასხვა ბოლოში შაჰ ჯაჰანის სხვა ცოლებისა და მუმთაზ მაჰალის საყვარელი მსახურის სამახსოვრო მავზოლეუმები მდებარეობს. შენობები ძირითადად წითელი ქვითკირისგანაა აგებული.

1983 წლიდან თაჯ-მაჰალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იკავებს საპატიო ადგილს.

ნეკერჩხლის ფილებისგან დამზადებული ფინური ქოხი

სან კრისტობალის პროექტი – ლუის ბარაგანის საკულტო ნამუშევარი