in

ორსართულიანი მოდულური სახლი ინგლისში

Alliance Group
Alliance Group

გუნდი „Koto“ ასაწყობი სახლების პროექტირებითაა დაკავებული. დღეს მის მიერ დამზადებულ ორსართულიან მოდულურ სახლს წარმოგიდგენთ.

„Falcon House“ პირველი ორსართულიანი მოდულური სახლია, რომელიც „Koto“-მ დაამზადა. ის კოცუოლდოში ტბის მახლობლად მდებარეობს. სახლის მფლობელებს დასასვენებელი კოტეჯი სურდათ, ამიტომ არქიტექტორების მთავარი ამოცანა მშვიდი და წყნარი ატმოსფეროს შექმნა იყო.

ნაკვეთი მაღლობზეა განთავსებული. ასეთი უპირატესობის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და ამიტომაც არქიტექტორებმა ხედების ათვისება მაქსიმალურად სცადეს. გუნდმა ორი მოდული გამოიყენა, რომლებიც ერთიმეორეზე შემოდგა და ოდნავ “დაატრიალა”, ამ გზით მეორე სართულზე ორი სამკუთხა ტერასა წარმოიქმნა. შვერილებმა კი პირველ სართულზე საძინებლის ფანჯრების დაჩრდილვა გახადა შესაძლებელი.

„გადატრიალებული“ სახლი იმგვარად დაპროექტდა, რომ ბუნება სახლში მაქსიმალურად შემოსულიყო, – ამბობენ არქიტექტორები. – მას ხეებს შორის ცხოვრების განცდა უნდა შეექმნა. დაბალი სართული კი პრივატული სივრცეების განთავსებისთვის იდეალური ადგილია“.

ზედა სართული დიდ ფანჯრებიანი ერთიანი გაშლილი სივრცეა. აქ მისაღები და დასასვენებელი ზონაა, რომელიც ხის ღუმლის ირგვლივაა ორგანიზებული. დაბლა საძინებლები, სააბაზანო, სათავსო ოთახი და კიბეა.

მოდულური სახლის ინტერიერი დიზაინერულმა კომპანია „Koto Living“-მა შეიმუშავა. მყუდროების დასამატებლად სპეციალისტებმა საძინებლებში ხის სათავეები, მოქარგული ხალიჩები და პატარა ზომის ფანჯრები დაამზადეს. ყველაფერი ეს უფრო ინტიმურ გარემოს ქმნის და არც ბუნების ხედებითაა შეზღუდული.

#Homeisინსპირაცია: სკანდინავიური სტილი ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

როგორ შევამციროთ რემონტის ხანგრძლივობა – რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა