in

Loé House – პოსტპანდემიური სახლის პროექტი გრანადაში

Alliance Group
Alliance Group

Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados-ის მიერ შექმნილი ეს სახლი გრანადაში, ესპანეთში მდებარეობს და 215 კვადრატულ მეტრს მოიცავს. არქიტექტორიების თქმით, პანდემიის დროს მუდამ სახლში ყოფნამ ადამიანებს დაანახა სახლის კეთილმოწყობის მნიშვნელობა. პრიორიტეტული გახდა სახლის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა, სამუშაო სივრცის საცხოვრებელ საჭიროებებთან გაერთიანება და ბუნებასთან კავშირის დაცვა.

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

სახლი ძველი ფარდულის რენოვაციითა და პროექტის გადასხვაფერების შედეგად აშენდა. ტერიტორიაზე აიგო დამატებითი შენობები, რომლებიც თავდაპირველ პროექტს ეხამება და ბუნებას სრულიად ერწყმის. პროექტის ოთხი პავილიონიდან თითოეული განსხვავებულ არქიტექტურულ სტილს წარმოადგენს. ხეები, ლანდშაფტი და სახლიდან გადაშლილი ხედი ცალკე აღნიშვნის ღირსია – აქედან იდეალურად ჩანს სიერა ნევადას მთები, ამიტომ ხედი სეზონთან ერთად იცვლება და მუდამ მშვენიერია. ესპანური ხეები, რომლებიც ეზოში შეგვიძლია ვიხილოთ, სივრცის შემოსაზღვრასთან ერთად სახლს თითქოს დარაჯად უდგანან და მას იცავენ. შენობის ექსტერიერი მისი მფლობელებისთვის ნამდვილად წამალს წარმოადგენს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქური ცხოვრება ადამიანებს ფიტავს.

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

სახლში სხვადასხვა მასალები გვხვდება. საძინებელი ოთახები ხის კონსტრუქციისაა, მისაღები სასტუმრო ოთახი – მინის. აქედან ღია სივრცე იშლება ბაღზე, რომელსაც დიდი კაკლის ხე ჩრდილავს. ვიტრაჟული დაგეგმარების საშუალებით ფართო სამზარეულო ვერხვების კონაშია ჩაფლული, სამუშაო ოთახიც სრულადაა ბუნებასთან ინტეგრირებული, რისი მნიშვნელობაც ასე ცხადად დაგვანახა მკაცრმა პანდემიურმა შეზღუდვებმა.

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,© Javier Callejas

Loé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,AxoLoé House / Eduardo Martín Martín + Olympia Martín Gómez arquitectos asociados,Elevation

ფოტოგრაფი: Javier Callejas

ბინა ლისი ვერანდაზე – ელენე ბერაძის პროექტი

teamtwo – არქიტექტურულ – საინჟინრო კომპანია, რომელიც ყველა საჭირო მომსახურებას და დისციპლინას ერთ სივრცეში აერთიანებს