in

Hen House – Valero y Ochando arquitectura-ს პროექტი ვალენსიაში

Alliance Group
Alliance Group

ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ლოკაციაზე, ვალენსიის ქალაქ პიკანაში აგებულ ამ სახლს 240 კვადრატული მეტრის ფართობი გააჩნია და ის ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი ნიავითაა განებივრებული. მისი მფლობელ ახალგაზრდა წყვილს ორი შვილი ჰყავს, რაც იმას ნიშნავდა, რომ არქიტექტორები ტიპური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – მათ ოჯახის ყველა წევრისთვის უნდა გამოეყოთ და შეექმნათ ჯანსაღი და ფუნქციური სივრცე.

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

დამკვეთების თხოვნა იყო ისეთი საგარეო, სათამაშო სივრცის მოწყობა, სადაც ბავშვები შეძლებდნენ თამაშსა და ბუნების შეცნობას და რომელიც მშობლების მიერ გასაკონტროლებლად და სამეთვალყუროდ მარტივი იქნებოდა. ამავე დროს, არქიტექტორებმა წინასწარ გათვალეს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებისთვის იქნებოდა საჭირო და მხოლოდ ტერიტორიის ათვისებისა და სრული შესწავლის შემდეგ იმუშავეს სახლის არქიტექტურულ გეგმაზე.

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena VillalbaHen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

როგორც არქიტექტურული სტუდია Valero y Ochando arquitectura-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დამკვეთებთან ცოცხალი და ხშირი კონტაქტის საშუალებით Hen House-ის პროექტი სიყვარულით შეიქმნა. შენობის ორ მხარეს არსებობს გამყოფი კედლები, რომელთა წყალობით იქმნება ორი გადამკვეთი ოთხკუთხედური პრიზმის ფორმა. ამ პრიზმებით არქიტექტორებმა ქალაქის რეგულაციების წამოყენებული პირობები მაქსიმალურად დამკვეთის სასარგებლოდ გამოიყენეს, ბუნებასაც შეუხამეს და ესპანურ უბანსაც.

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

სახლის ინტერიერი კიბის გარშემო შეიქმნა და მთელ შენობას აკავშირებს ერთმანეთთან, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურადაც. ქვედა სართული ღია დაგეგმარებით იქცევს ყურადღებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მისი იზოლირებულ სივრცეებად ქცევაა შესაძლებელი.

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

Hen House / Valero y Ochando arquitectura,© Milena Villalba

შენობაში დატოვებულია ღიობები, საიდანაც მზის სინათლე მარტივად აღწევს და რომლებიც ჰაერის ვენტილაციასაც უწყობს ხელს. პრიზმული სტრუქტურის კედლები ზოგიერთ დაბოლოებაში მინითაა დაგვირგვინებული, ხანდახან კი ოთახების კონტურებს ავეჯი გამოკვეთს. სამზარეულო სასტუმრო ოთახისგან კედლითაა გამოყოფილი, რომელიც მოძრაობს და უჩინარდება. ამ გზით ხალხმრავალი თავყრილობებისას შესაძლებელია სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანება, სურვილის მიხედვით კი – გამოყოფაც.

სახლის სასტუმრო ოთახი გრძელდება საცურაო აუზით – ეს შტრიხი პროექტს განგრძობითობისა და მუდმივობის ილუზიით აგვირგვინებს.

Hen House / Valero y Ochando arquitectura,ElevationHen House / Valero y Ochando arquitectura,Roof Plan

Hen House / Valero y Ochando arquitectura,Upper Floor Plan

Hen House / Valero y Ochando arquitectura,Detail

Hen House / Valero y Ochando arquitectura,Ground Floor Plan

 

 

ფოტოგრაფი:  Milena Villalba

არქიტექტურის მომავალი – დიზაინის 10 პრინციპი მდგრადი სამყაროსთვის

ალვარო სიზა – პორტუგალიური არქიტექტურის უგვირგვინო მეფე