in ,

ბინა ლისი ვერანდაზე – ელენე ბერაძის პროექტი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული ბინის საერთო ფართი 97 კვადრატული მეტრია და მასში 2 საძინებელი, 2 სველი წერტილი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი მოთავსდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბინა მდებარეობს მწვანე გარემოში. სწორედ აქედან გამომდინარე, დიზაინერ ელენე ბერაძის მიზანს ინტერიერში ექსტერიერის ხასიათის შეტანა წარმოადგენდა, რაც მწვანე ფერების გამოყენებითა და სხვადასხვა დეტალებით მოხერხდა. შესაბამისად, ყველა სივრცეში მწვანე ფერის სინთეზს ვხვდებით, რომელიც საკმაოდ ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ძირითად თეთრ ფერსაც კი ფისტას ტონი დაჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნათელი ინტერიერის შექმნა იყო, მან ყველა სივრცეში მუქი შტრიხები შეიტანა, რათა ბინის დიზაინი ზედმეტად სადა და მოსაწყენი არ გამოსულიყო. შედეგად კი სივრცე კარგად გამოიკვეთა და დეტალებიც უფრო შესამჩნევი გახდა.

იმისთვის, რომ ინტერიერში სითბოსა და კომფორტის შეგრძნება ყოფილიყო, ყველა სივრცეში ხის ელემენტები იქნა გამოყენებული. აქვე ვხვდებით ლატუნის დეტალებს, რაც ფორმასა და დიზაინს კვეთს და კიდევ ერთხელ უსვამს მას ხაზს.

იმის გამო რომ სასტუმრო ოთახი და სამზარეულო სივრცე არ დაპატარავებულიყო, დიზაინერმა შემოიტანა ვიტრაჟის ელემენტი, რომელსაც ფუნქციასთან ერთად, ერთგვარი სახლის გამყოფი და მთავარი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ვინაიდან ბინის ფართი პატარაა, ყველა კუთხე მაქსიმალურად იქნა ათვისებული. შესაბამისად, დიდი აქცენტი გაკეთდა სათავსოებზე, რომლებიც ჭერამდე განთავსდა. ამ ყველაფერმა სივრცეს არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ ფუნქციური დატვირთვაც შესძინა.

დიზაინერი: ელენე ბერაძე

დიზაინ სტუდია: Maison architecture&interior

5 ქართული კომპანია, საიდანაც ხელოსნის გამოძახებას შეძლებთ

Loé House – პოსტპანდემიური სახლის პროექტი გრანადაში