in

Casa Cavero — სახლი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ადგილის ისტორიას

Alliance Group
Alliance Group

Casa Cavero მენორკას სანაპიროზე, ესპანეთში მდებარეობს. სახლის სახურავი, პროექტის საიდენტიფიკაციო და სტრუქტურული ელემენტი, შეუფერხებლად ერწყმის ნაკვეთის ტოპოგრაფიას ისე, თითქოს ის პირდაპირ ნიადაგიდან არის აღმოცენებული, მიჰყვება მიწის ბუნებრივ ფერდობებს და მათთან მჭიდრო, ინტიმურ ურთიერთობას აყალიბებს.

არქიტექტურა არ არის თავს მოხვეული, ის გარემოს ითვალისწინებს და მის უპირატესობებს პროექტის სასარგებლოდ იყენებს. სახლი მხოლოდ ერთ სართულს მოიცავს, რაც ასახავს მის პატივისცემას გარემოსადმი იმით, რომ არ გამოირჩევა იმაზე მეტით, ვიდრე საჭიროა. გარდა ამისა, ეს დამკვეთებს ცხოვრების მარტივი წესით უზრუნველყოფს.

მთავარი მისაღები ოთახიდან იშლება საუცხოო ხედები მენორკას (ესპანეთი) სამხრეთ სანაპიროზე. ამავდროულად, სივრცე დაცულია მთის ქარისგან. ზაფხულში ოთახი საზღვაო ქარის წყალობით გრილდება, ხოლო ზამთარში, ძლიერი ქარის სერიასთან გამკლავების საშუალებას სტრატეგიულად განლაგებული გარე სივრცეები იძლევა.

რაც შეეხება მის მატერიალურობას, პროექტში გამოყენებულია კუნძულისთვის ძალიან დამახასიათებელი ორი მასალა — თეთრი კირხსნარი და ქვა. ისინი, თეთრი ბეტონის სახურავთან და კირქვის იატაკთან ერთად, შესანიშნავად წარმოაჩენს ადგილის ისტორიას.

 

პროექტის ავტორი: Miguel Olazabal Arquitectos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავაფორმოთ სასტუმრო ოთახი მუქ ფერებში? — 5 მთავარი წესი

“კარულა” — კარის სახელურების ქართული სტარტაპი