in

კაბინა ტყის პირას – სტუდია NUDE Studio-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ყოველდღიური ცხოვრებისგან თავის დაღწევის საშუალება სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ტიმრაროს სიმაღლეებზე იმალება. სახლიდან ზღვის საოცარი ხედი იშლება, ხოლო უკან უსაზღვრო, ხელუხლებელი ტყეა.

ვილა, რომელიც ბუნებრივი თავშესაფრებით არის შთაგონებული, ორივე მხარეს არსებული თავისი უკიდეგანო ფანჯრების საშუალებით საზღვრებს არღვევს და ბუნებასთან ერთობას აღწევს. შენობის ცოკოლის დიზაინი ქმნის მცურავ განცდას და არსებულ კონტექსტზე მინიმალურად ზემოქმედებს.

ამ შემთხვევაში სწორედ სახლს მოუწია გარემოსთან ადაპტირება და არა პირიქით, რაც ხელს უწყობს ლამაზ სტრუქტურასა და ჰარმონიულობის განცდას. კუთხოვანი სახურავი ფართო და მდიდრულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის, რაც ოპტიმიზირებული ფოლადის კონსტრუქციასთან ერთად ორ ფართო საძილე სხვენს საშუალებას აძლევს, რომ სტუმრებს აფიქრებინოს, თითქოს ვარსკვლავებს უბრალოდ ქარის თავშესაფრებიდან შესცქერიან. ფერდობზე მდებარეობა, დამთვალიერებლებს წინა მხრიდან ხის ჩარჩოს ვიზუალურ შთაბეჭდილებას უქმნის, ხოლო სახლის უკანა მხარე პირდაპირ შენობის გავლით ზღვის ჰორიზონტზე ხედს გვთავაზობს.

ყველა სეზონისთვის შესაბამისი სტანდარტული ვილა, რომელიც ხისა და მინისგან არის აგებული, მოთავსებულია ბეტონის საყრდენზე. ქვედა სართული მოიცავს ორ საძინებელს, მათგან ერთი ბობოქარ ზღვას გადაჰყურებს, ხოლო მეორე – ტყის სიმშვიდეს. გამოქვაბულით შთაგონებული მუქი აბაზანის ხედი ტყისკენ იშლება და მედიტაციური განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. სამზარეულოს კუნძული, ჩაშენებულ დივანთან ერთად, მისაღები ოთახის ღია დაგეგმარების (შუაგულში ბუხრით) ვერტიკალურ სივრცეს ზრდის.

სახლი საგულდაგულოდ არის გაფორმებული მაღალი ხარისხის სკანდინავიური ინტერიერის პროდუქტების ნაზავით, რომლებიც მთელი შენობის დიზაინზე მორგებულ გადაწყვეტებთან არის კომბინირებული.

არქიტექტურული სტუდია: NUDE Studio.

ფოტოგრაფი: Anders Ingvartsen.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ შევარჩიოთ ბალიში – 4 მთავარი კრიტერიუმი

ფრეი პოლ ოტო – XX საუკუნის გამორჩეული გერმანელი არქიტექტორი