in

teamtwo – არქიტექტურულ – საინჟინრო კომპანია, რომელიც ყველა საჭირო მომსახურებას და დისციპლინას ერთ სივრცეში აერთიანებს

„ეს ქართულ საპროექტო სფეროში, მუშაობის ინოვატორული მოდელია“

წარმოიდგინეთ, თქვენი სახლის, ან სხვა ნებისმიერი შენობის ასაშენებლად, გინდათ  არქიტექტურული – საინჟინრო პროექტის მომზადება. ამისთვის საჭირო ყველა მომსახურებით რომ ისარგებლოთ, როგორც წესი, რამდენიმე კომპანიას უნდა მიაკითხოთ. მაგრამ ჯერ ისინი უნდა იპოვოთ, მერე ერთიდან მეორეში იაროთ, დახარჯოთ დიდი დრო და სხვა რესურსები. თუმცა, ბაზარზე არსებობს teamtwo, რომლის დამფუძნებლებიც ამბობენ, რომ არქიტექტურულ – საინჟინრო პროექტისთვის აუცილებელ ყველა სერვისსა და დისციპლინას ერთ სივრცეში აერთიანებენ. სხვადასხვა დეპარტამენტების კოორდინირებული მუშაობით კი ამცირებენ შეკვეთის შესრულების ვადებს და შესაბამისად, ზოგავენ დამკვეთისთვის დროს.

Alliance Group
Alliance Group

რას გულისხმობს ყველა მომსახურების ერთ სივრცეში გაერთიანება, რა პრინციპით მუშაობს კომპანია და რა უპირატესობა აქვს ასეთი მიდგომებს, teamtwo-ს დამფუძნებლები ირაკლი გოგოხია და შოთა საგანელიძე ისაუბრებენ. თუმცა, ჯერ, ცოტა რამ, თავად კომპანიის შესახებ:

– გვიამბეთ თქვენს კომპანიაზე, რა არის teamtwo?

ირაკლი გოგოხია: teamtwo არის არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია, რომელმაც ქართულ საპროექტო სფეროში მუშაობის ინოვატორული მოდელი წარადგინა, ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა ის მომსახურება და დისციპლინა, რომელიც დამკვეთს იდეის გაჩენიდან პროექტის დასრულებამდე შეიძლება დასჭირდეს.

კომპანია teamtwo დაარსდა 2019 წელს. ჩვენი გუნდი თავს უყრის 15-წლიანი ინდივიდუალური გამოცდილების მქონე პირებს. გუნდის გამოცდილება მოიცავს ქართულ და ამერიკულ ბაზრებზე დაპროექტებულ საცხოვრებელ და კომერციულ შენობებს. პორტფოლიოდან აღსანიშნავია ამერიკულ ბაზარზე შესრულებული სასტუმროების ისეთი საერთაშორისო ფრენჩიზები როგორებიცაა Marriot, Hilton, Hyatt და IHG.

Hyatt_Place_1-scaled
Hyatt_Place_3-scaled
Hyatt_Place_22-scaled
previous arrow
next arrow

პროექტი: ჰაიატი | ჰაიატ ფლეისი. 

აქვე უნდა აღინიშნოს კომპანიის დაარსების მიზეზი. საპროექტო ინდუსტრიაზე დაკვირვებისას შეიმჩნევა კომუნიკაციის აშკარა პრობლემა. ის სხვადასხვა დისციპლინები, რომლებსაც ჩვენი კომპანია აერთიანებს, ძირითადად ცალ-ცალკე მუშაობენ. ეს მათ შორის კომუნიკაციას  ართულებს და იწვევს პროექტირების დროში გაწელვას, რაც შესაბამისად, აზიანებს დამკვეთს. ასეთ პირობებში პროექტი ერთიან პროდუქტად არ ყალიბდება, ვინაიდან მის შექმნაში ჩართული რგოლები მხოლოდ თავიანთ წილ სამუშაოს ასრულებენ და პროექტს მთლიან პერსპექტივაში არ განიხილავენ.

სწორედ ამიტომ, teamtwo დაარსდა იმ იდეით, რომ პროექტის შესაქმნელად საჭირო დისციპლინები ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა და სერვისები დეპარტამენტებად ჩაგვეშალა. რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემდა დეპარტამენტებს შორის კოორდინირებული კომუნიკაციის შედეგად, შეგვემცირებინა შესრულების ვადები და შესაბამისად, დაგვეზოგა დამკვეთის დრო.

პროექტი: ჰილტონი | ჰემპტონ ინნ და სუითსი. 

– უფრო ზუსტად რომ გვიამბოთ, როგორ ახერხებთ ამას?

შოთა საგანელიძე: გარდა იმისა, რომ პროექტში ჩართული ყველა დეპარტამენტი –  არქიტექტურული, სტრუქტურული ინჟინერია, საინჟინრო კომუნიკაციები და ხარისხის კონტროლი ფიზიკურად ერთ სივრცეში, კოორდინირებულად მუშაობს, teamtwo-ში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიურ განვითარებას. კომპანია იყენებს BIM ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებითაც არქიტექტორები და ინჟინრები პროექტის სამგანზომილებიან მოდელზე, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. ეს საშუალებას გვაძლევს ნახაზებში შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდე შევამციროთ.

ამასთანავე, პროექტების სამართავად ვიყენებთ Basecamp-ის პლატფორმას რაც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას და პროექტს ყველა დეპარტამენტისთვის გამჭვირვალეს ხდის. პროცესში, დეტალების დასაზუსტებლად, თანამშრომლებს შიდა შეხვედრები და საკითხების რამდენჯერმე გავლა ფაქტიურად არ სჭირდებათ, პროექტის ყველა ფაზა ციფრულ და ყველასათვის გამჭვირვალე ფორმატში მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Basecamp-ის პლატფორმაში ვრთავთ დამკვეთებსაც. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროგრესის ნახვა, პროცესში ჩართვა და იმის გაგება, თუ პროექტირების რა საფეხურზე იმყოფება საპროექტო გუნდი.

პროექტი: სახლი ლისზე

-თქვენ ახსენეთ „ხარისხის კონტროლი“, რა ფუნქციები და მიზნები აქვს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს?

შოთა საგანელიძე: ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი ერთგვარ მონიტორინგს უწევს პროექტის ფაზებს და შესრულებულ სამუშაოს. აკონტროლებს ნახაზების შესაბამისობას პროექტის ლოკაციის რეგულაციებთან და კლიენტის მოთხოვნებთან. თუ პროექტი ბრენდირებული სასტუმროა, უზრუნველყოფს ფრენჩიზის მოთხოვნებს და კოორდინირებას უწევს პროექტირების პროცესს.

დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ნახაზების ხარისხის შიდა კონტროლსაც, რაც გულისხმობს თითოეული დეპარტამენტის მიერ პროექტირების ყველა ეტაპზე  შესრულებული ნახაზების გადამოწმებას და ამ გზით გაპარული ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მინიმუმამდე დაყვანას და აღმოფხვრას.

პროექტი: ბესტ ვესტერნ პლიუსი

– ვისაუბროთ სამუშაო პროცესზე. რას გულისხმობს პროექტზე მუშაობა და  კონკრეტულად რა ეტაპებისგან შედგება ის?

ირაკლი გოგოხია: კლიენტთან კომუნიკაციისა და  გასაუბრების შემდეგ, პირველი ეტაპია მისი მოთხოვნების ჩამოყალიბება და კონცეფციის მომზადება, რაშიც მთელი გუნდია ჩართული. არქიტექტურული იდეის ჩამოყალიბებაში მოწინავე ადგილი სამშენებლო ლოკაციის შესწავლას უჭირავს, ამიტომ იმ ტერიტორიის კვლევა, სადაც იგეგმება განაშენიანება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. შემდეგ ჩვენი გუნდი კლიენტთან ერთად განიხილავს სავარაუდო სამშენებლო ბიუჯეტს და ამის მიხედვით აგრძელებს პროექტირებას და სამშენებლო დოკუმენტაციის დამუშავებას.

დასრულებული შენობა – მიღებული პროდუქტი საპროექტო ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრებაა, ამიტომ დამკვეთის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება ჩვენს ინტერესშიც შედის. ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც  ბიუჯეტის არასწორად გაწერის გამო, დამკვეთი ვერ ასრულებს ჯგუფის მითითებებს. მაგალითად, არ იყენებს პროექტში გათვალისწინებულ ფერებს და მასალებს,  რის შედეგადაც ორივე მხარე უკმაყოფილო რჩება.

პროექტი:აი ეიჩ ჯი | ჰოლიდეი ინნ ექსპრესი. 

პროექტი: მულტიფუნქციური კომპლექსი მარაბდის ქუჩაზე

რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები პროექტირების პროცესში? როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან

ირაკლი გოგოხია: ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის შეცდომის გამომწვევი მიზეზი. მე პროფესიით კონსტრუქტორი ვარ და ხშირად დავმდგარვარ ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც არქიტექტურულ პროექტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები. ხშირ შემთხვევებში, კონსტრუქტორების ჩარევამ, შესაძლოა უკვე შეთანხმებული პროექტის იერსახეც კი შეცვალოს, რაც თავის მხრივ, სანებართვო დოკუმენტაციაში ცვლილებს იწვევს.  ეს, ბუნებრივია, საერთო პროცესს ახანგრძლივებს. ასეთ შემთხვევაში, პროექტის იერსახის შესანარჩუნებლად, ისეთი გამოსავლის პოვნა გვიწევს, რაც სამშენებლო ბიუჯეტს ზრდის. გამოდის, რომ კონსტრუქტორის პროექტირების საწყის ეტაპზევე ჩაურთველობამ შესაძლოა დამკვეთი არაოპტიმიზირებულ ხარჯებამდე მიიყვანოს.

როგორც ვახსენეთ, ძირითადი პრობლემა პროექტირებაში  ჩართულ მხარეებს შორის არასწორი კომუნიკაციაა. კლასიკური ქართული არქიტექტურული კომპანიებისთვის მომსახურების დეპარტამენტებად ჩამოშლა და ინდივიდუალური მიდგომა არაა დამახასიათებელი, ამიტომ teamtwo ამ მხრივ ინოვატორია.

Moxy_Chattanooga_1-scaled
Moxy_Chattanooga_2-scaled
Moxy_Chattanooga_3-scaled
Moxy_Chattanooga_4-scaled
Moxy_Chattanooga_6-scaled
Moxy_Chattanooga_8
Moxy_Chattanooga_9
previous arrow
next arrow

პროექტი: მერიოტი | მოქსი შატანოგა

– რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც მშენებლობას გეგმავენ? რა უნდა გაითვალისწინონ მათ?

შოთა საგანელიძე: ნაკვეთის ყიდვისა და შენობის აგების მსურველები კვლევით ნაწილს აუცილებლად სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ხშირად მიწის ნაკვეთის შეძენისას მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით – არსებობს ისეთი ნაკვეთები, რომლებზეც შეუძლებელია მშენებლობის წარმართვა, ან შენების პროცესში მრავალ წინააღმდეგობა ვხვდებით.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურია პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მოძებნა. დამკვეთები ხშირად არქიტექტორებს პროექტის ლეგალიზებისთვის საჭირო ინსტრუმენტად აღიქვამენ, რაც დიდი პრობლემაა. მშენებლობის განხორციელების მსურველებმა უნდა გაითავისონ, რომ აუცილებელია არქიტექტორებისა და პროექტირებაში ჩართული სხვა პროფესიონალების კონსულტაციისა და რჩევების გათვალისწინება. პროექტის მერიაში დამტკიცებამდე გასავლელი პროცესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დოკუმენტაციის ლეგალიზება.

პროექტი: ბინა კოსტავას ქუჩაზე

– და ბოლოს, საიდან წარმოიშვა სახელი teamtwo და რას ნიშნავს ის?

ირაკლი გოგოხია: სახელი teamtwo, მისი შემადგენელი ლათინური სიტყვების  მნიშვნელობებიდან გამომდინარე, ნიშნავს ორ ჯგუფს. ეს სახელწოდება ასახავს ჩვენს მიდგომასა და  ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც პროექტზე მუშაობისას არსებობს ორი, დამკვეთისა და საპროექტო ჯგუფის მხარე. სწორედ მათი თანამშრომლობით, დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით და ჩვენი მხრიდან იდეების ინიცირებით და ტექნიკური საკითხების მაღალ დონეზე ცოდნით მიიღება  სრულყოფილი პროექტი.

Butique_Hotel_Utsera_2-scaled
Butique_Hotel_Utsera_3-scaled
Butique_Hotel_Utsera_4-scaled
Butique_Hotel_Utsera_1-scaled
Butique_Hotel_Utsera_5
Butique_Hotel_Utsera_6
previous arrow
next arrow

პროექტი: ბუტიკ სასტუმრო უწერაში. ლოკაცია: უწერა, რაჭა

პროექტი: სასტუმრო ყვარელში 

პროექტი: პარკ ჰოუმ ვაკე

teamtwo-ს მომსახურებით სარგებლობა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Loé House – პოსტპანდემიური სახლის პროექტი გრანადაში

ტური სამხრეთ იტალიის მინიმალისტურ აგარაკში