in

ტური სამხრეთ იტალიის მინიმალისტურ აგარაკში

Banner M2
Banner M2

სამხრეთ იტალიაში, აპულიაში მდებარე ამ სახლს ვილა “Cardo” ეწოდება და მისი პროექტი დიზაინერ ენდრიუ ტროტერს (Andrew Trotter) ეკუთვნის.  ვილის დიზაინი სიმყუდროვესა და სიმშივდეს ასხივებს, რასაც პროექტის ავტორმა პირველ რიგში მისი მაღალი ჭერისა და ინტერიერიდან ექსტერიერში გაჭრილი ნაპრალების საშუალებით მიაღწია.

 

ვილის ინტერიერი ძირითადად მშვიდ, ნეიტრალურ ფერთა ტონალობაშია გადაწყვეტილი. სახლში დომინირებს თეთრი ფერი და  სწორედ ის ქმნის ჭეშმარიტად მინიმალისტურ იტალიურ თავშესაფარს ქალაქური ცხოვრებით დაღლილთათვის.

ვილის მშენებლობისას პროექტის ავტორებმა უპირატესობა ადგილობრივ მასალას მიანიჭეს, რათა შენობა ლოკაციას შერწყმოდა. კედლები აგებულია ქვიშაქვით, იატაკი კი – კირქვით. საცხოვრებელი ზეთისხილისა და ნუშის ხეებითაა გარშემორტყმული. სახლის სახურავზე განთავსებული ტერასა, რომელიც ზღვისა და იდილიური აუზის ხედს გადაჰყურებს და სულიერი სიმშვიდისა და მედიტაციისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: Salva Lopez

teamtwo – არქიტექტურულ – საინჟინრო კომპანია, რომელიც ყველა საჭირო მომსახურებას და დისციპლინას ერთ სივრცეში აერთიანებს

პარიზული ბრუტალიზმის ესთეტიკა – ტური არქიტექტორ შადი აბუ ჟოდის სახლში