აღნიშნული ბინა საკმაოდ მცირე ზომის არის, მისი საერთო ფართი 60 კვადრატული მეტრია. თუმცა, ამ სივრცის მთავარი გამორჩეული მხარე მისი მასშტაბური, 180 კვადრატული მეტრის მქონე ტერასაა, რომლიდანაც საუცხოო ხედები იშლება ქალაქზე.
პროექტის ავტორების თანახმად, დამკვეთის მოთხოვნა იყო ორკაციანი სტუდიური ტიპის ბინის დაპროექტება გახსნილი გეგმარებით, ნათელი ინტერიერითა და მინიმალისტური დეკორით. ინტერიერის დომინანტი თეთრი ფერი (კედლები, ჭერი) შეპირისპირებულია და ერთგვარად დაბალანსებულია შერჩეული ავეჯის მკვეთრი აქცენტებით, რომელიც გამოხატულია როგორც ფერში (ლურჯი, წითელი), ასევე გეომეტრიულ ფორმებში.
ავეჯის უმეტესი ნაწილი შეკვეთითაა დამზადებული საქართველოში. ინტერიერის დიზაინში სპეციალურად არ არის გამოყენებული ფარდები, რადგან შენობის ორიენტაცია ჩრდილოეთითაა და მას მზე პირდაპირი არ უდგება, ხოლო გახსნილი ვიტრაჟი მუდამ უზრუნველყოფს იდეალურ ხედსა და განათებას.
პროექტის ავტორი: ნუცა ნადარეიშვილი, კომპანია teamtwo