in ,

#სადვიცხოვრო: ბინა ჰამაკით ვერაზე

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, თბილისში, ხოშტარიას ქუჩაზე მდებარეობს. ეს ერთ საძინებლიანი საცხოვრებელი სივრცე ხასხასა ფერებშია გადაწყვეტილი და ძალიან პოზიტიური ხასიათის მატარებელია.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს კედლის მოხატულობა, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს და აქ გატარებულ დროს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს. ამას გარდა, ბინაში გვხვდება ჰამაკი, რომელიც განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა.

სამზარეულო საკმაოდ პატარა ზომის არის და აქ ზედა კარადები არ ფიგურირებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბინას მეპატრონეები მოკლე ვადიანი გაქირავებისთვის იყენებენ, სამზარეულოს მინიატურული ზომა სავსებით დამაკმაყოფილებელია დროებითი სტუმრებისთვის.


საინტერესოა საძინებლის დიზაინიც, სადაც ასევე ფერთა სიუხვე გვხვდება. ამ სივრცეში ყურადღებას იქცევს ოთახის ნიშები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ არის ათვისებული და გამოყენებულია საგარდერობე და მოსასვენებელ ზონებად.

მოცემული ბინის ქირაობა შესაძლებელია wehost პლათფორმის მეშვეობით.

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ აუზის მოწყობას გადავწყვეტთ

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო ზონის ტერასაზე მოსაწყობად