in ,

#სადვიცხოვრო: სახლი ბეთანიაში – Floraformafirma-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, სოფელ ბეთანიაში მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც ჩაფლულია ტყეში და გარშემორტყმულია ველური ბუნებით. შესაბამისად, ბეთანიას, რომელიც კავკასიის მთებს უყურებს, თან ახლავს შორეულ ადგილას ყოფნის რომანტიული შეგრძნება.

სახლი გორის ძირში მდებარეობს და მის თავზე უღრანი ტყეა განლაგებული. აღნიშნული სპეციფიური ლანდშაფტის წყალობით, ეზოში ვხვდებით უნიკალურ დიაგონალურ ბაღს, სადაც ღიად დაგეგმარებული სამზარეულოდან და მისაღები ოთახიდან, ჭერის სიმაღლის სლაიდური კარის გავლით არის მოხვედრა შესაძლებელი. სახლში სამი საძინებელია, რომელთაგან მთავარი ბაღს ტერასის საშუალებით უკავშირდება.

სახლის ინტერიერი მოწყობილია ადგილობრივად დამზადებული ავეჯით, რომელშიც გამოყენებულია ბუნებრივი და ნაპოვნი მასალები. პროექტი შესრულებულია სტუდია Floraformafirma-ს მიერ.

ამ ეტაპზე აღნიშნული სახლი გასაყიდად არის გამოტანილი. განცხადების დეტალების ხილვა Primus.ge-ს პლათფორმაზეა შესაძლებელი.

 

ფოტოები: Floraformafirma

რამდენიმე რჩევა ღვინის მარნის მოსაწყობად საკუთარ სახლში

რჩევები სახლში მედიტაციის ზონის მოსაწყობად