in

რჩევები სახლში მედიტაციის ზონის მოსაწყობად

Unrolled yoga mat on wooden floor in modern fitness center or at home with big windows and white brick walls, comfortable space for doing sport exercises, meditating, yoga equipment

მედიტაციას მრავალი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია. და მართლაც, მედიტირებას ხომ დიდი დადებითი გავლენა აქვს სხეულსა და სულზე. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ იგი ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს და ამსუბუქებს ანთებით მდგომარეობას, როგორიცაა ართრიტი და ასთმა. ასევე ითვლება, რომ ყოველდღიური მედიტაცია აუმჯობესებს ფოკუსირების უნარს და ხელს უწყობს სტრესის, შფოთის და დეპრესიის თავიდან არიდებას.

მედიტაციას, როგორც ყოველდღიურ დისციპლინას, შესაბამისი გარემო სჭირდება. გარემო, რომელიც იქნება მყუდრო, მშვიდი და მედიტირებისთვის რელევანტური. ამ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ თქვენს სახლში მედიტაციის ზონა.

აირჩიეთ სწორი ადგილი

შეეცადეთ თქვენს სახლში ისეთი ადგილი იპოვოთ, სადაც თავს მშვიდად და მოდუნებულად იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ იმ ოთახებს, რომლებსაც აივანი აქვთ, ან ბაღს უკავშირდება, ან სულაც კარგი ხედი აქვს.

თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქის პატარა ბინაში, შეარჩიეთ ისეთი ოთახი, სადაც ხმაური ნაკლებად შედის, ხოლო დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად კედელზე დაკიდეთ პოსტერი ან ნახატი, რომელზეც ბუნებაა გამოსახული.

დარწმუნდით, რომ ოთახში სუფთა ჰაერი ტრიალებს 

თუ შესაძლებელია, აირჩიეთ ისეთი ადგილი თქვენს სახლში, რომელიც ახლოს არის ფანჯარასთან. სუნთქვა მედიტაციის ძირითადი კომპონენტია, ამიტომ ჟანგბადის ოპტიმალური მიღებისთვის მნიშვნელოვანია, ოთახში სუფთა ჰაერი ტრიალებდეს.

დარწმუნდით, რომ მედიტაციის ზონაში ტექნიკა არ არის

მედიტაცია ეხმარება გონებას დამშვიდებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მედიტაციის ზონაში არ იყოს აურზაური. დარწმუნდით, რომ ახლოს არ არის ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტიპის ტექნიკა, რადგან თქვენს ზონაში ყოფნისას გარკვეული დროით ტექნიკას უნდა გაერიდოთ.

შეარჩიეთ მედიტაციისთვის სრულყოფილი ხალიჩა

შეიძინეთ კომფორტული მედიტაციის ხალიჩა ან ბალიში. ადამიანების უმრავლესობა “ლოტოსის” ან “ნახევრად ლოტოსის” პოზაში მედიტირებს. ზოგი წევს ან ჩამუხლულია.  ამიტომაც, შეარჩიეთ ხალიჩა ან ბალიში, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ და საკმარისად მყარია თქვენთვის.

გამოიყენეთ მშვიდი ფერები

მედიტაციის ოთახში სასურველია თბილი, მსუბუქი და ნეიტრალური ფერები იყოს, როგორებიცაა: კრემისფერი, შინდისფერი, თეთრი და ა.შ. თავიდან აიცილეთ ხმამაღალი ფერები, რომლებმაც შეიძლება ძლიერი განწყობა ან ემოციები მოგიტანონ.

შეარჩიეთ სწორი განათება

მოერიდეთ ზედმეტად ძლიერ განათებას. ბუნებრივი მზის სხივები საუკეთესოა დილის მედიტაციისთვის, მაგრამ ბევრი ადამიანი ძილის წინაც მედიტირებს. ამიტომაც, შეარჩიეთ განათება, რომლის სინათლის დონეებს თავად დაარეგულირებთ და თქვენს განწყობას მოარგებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, საღამოს ერთი დიდი სანთელიც გამოიყენოთ საამისოდ.

გაითვალისწინეთ დეტალები, რომლებიც თქვენი მედიტაციის სტილს ერგება

თუ გირჩევნიათ ხელმძღვანელობით მედიტაცია ან მუსიკის თანხლებით მედიტაცია, მაშინ გაითვალისწინეთ სტერეო სისტემის დამონტაჟება თქვენს მედიტაციის ოთახში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ არომათერაპიასაც და ოთახში გამამხნევებელი ბუნებრივი სურნელი დააყენოთ.

#სადვიცხოვრო: სახლი ბეთანიაში – Floraformafirma-ს ნამუშევარი

Geoffrey Bennison – მე-20 საუკუნის ბრიტანელი დეკორატორი და ანტიკვარიატის დილერი