in

რამდენიმე რჩევა ღვინის მარნის მოსაწყობად საკუთარ სახლში

ღვინის შენახვა ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ზოგი მათ მარანში ინახავს, ზოგიც კი – სახლში. ახლა, როცა წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონი დგას, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა შევინახოთ ღვინო სათანადოდ.

ღვინის მარნის მოწყობა არც თუ ისე პატარა ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუკი თქვენ გსურთ, ეს ყველაფერი ბიუჯეტურად გააკეთოთ, საამისოდ შეგიძლიათ, მარანი სახლში მოაწყოთ. ამისთვის კი, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

დაბალი განათება

დიდი რაოდენობით სინათლე აჩქარებს დაძველებას, თუმცა, არც მცირე რაოდენობის განათებაა კარგი ღვინისთვის – ამიტომაც, ეცადეთ, დაბალი განათების ფონზე განათავსოთ ღვინო. (ცოტათი ეს მცენარეთა მოვლასაც კი ჰგავს). საამისოდ შეგიძლიათ, ღვინო რაიმე ტიპის სათავსოში მოათავსოთ და მასში LED ნათურები დაამონტაჟოთ.

გრილი კლიმატი

ტენიანობის დონე დაახლოებით 60 პროცენტით შეინარჩუნეთ (საკმარისად მშრალი, რომ ობი არ გაიჩინოს, თუმცა, საკმარისად ტენიანი, რომ საცობები არ გამოშრეს). დაამონტაჟეთ საკომპრესორო სამაცივრო სისტემა მთლიანი ოთახისთვის – შესანიღბად ჩააშენეთ ის ჭერში ან სამზარეულოს კუნძულში.

სწორი პოზიციონირება

ბოთლების შენახვა ჰორიზონტალურად ღვინოს იცავს საცობში ჟანგბადის შეღწევისგან (ჟანგბადმა შეიძლება გავლენა იქონიოს ღვინის ხარისხზე, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საცობების შეშუპება). მათთვის, ვინც ფიქრობს, თუ როგორ პოზიციაში შეინახოს ღვინო, დაფიქრდით კედლის ხის თაროს შესახებ, რომელსაც, როგორც წესი,  კაკლის, ალუბლის ან მაჰაგონის ხის მერქნისგან ამზადებენ – ამ მასალებს შეუძლია გაუძლოს ტენიანობის მაღალ დონეს და ღვინო სრულყოფილად შეინახოს.

რემონტის გიდი: როგორ შევასრულოთ კედლების შეფითხნა დამოუკიდებლად

#სადვიცხოვრო: სახლი ბეთანიაში – Floraformafirma-ს ნამუშევარი