in

რემონტის გიდი: როგორ შევასრულოთ კედლების შეფითხნა დამოუკიდებლად

დღე გვინდა ვისაუბროთ კედლის შეფითხნის აუცილებლობაზე შპალერის გაკვრამდე. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ აღნიშნული პროცედურის სწორად შესრულების დაწვრილებით ინსტრუქციას.

დღესდღეობით მოსაპირკეთებელი მასალების არჩევანი ფართოა, თუმცა უმრავლესობა ჯერ კიდევ შპალერს ირჩევს. საუკეთესო შედეგის მიღებისთვის დაკვრის წინ ზედაპირი კარგად უნდა მომზადდეს. სწორედ ამიტომ, დღეს ვისაუბრებთ კედლის შეფითხნის აუცილებლობაზე შპალერის გაკვრამდე და შემოგთავაზობთ ამ პროცესის დაწვრილებით ინსტრუქციას.

რატომ იფითხნება კედლები?

უსწორმასწორო ზედაპირის ყველა დეფექტი, ლაქები და მუქი ზედაპირიც კი შპალერის ეფექტს აფერმკთალებს. დაუმუშავებელ ზედაპირზე გაკრული ტილო, განსაკუთრებით თხელი, ულამაზოდ გამოჩდება. ამიტომ შპალერის დაკვრა მაქსიმალურად სწორ, მშრალ და ღია ფერის ზედაპირზეა მიზანშეწონილი.

თაბაშირ-მუყაოს ზედაპირი სწორია, თუმცა ფილების შეერთების ადგილი კარგადაა ამოსავსები და დასასუფთავებელი. გარდა ამისა, მათი კედელზე მიმაგრების ადგილებიც კარგი დასამუშავებელია.

საგულისხმო მომენტი: შეუფითხავი თაბაშირ-მუყაოდან შპალერის მოცილება პირველის დაზიანების გარეშე არ გამოვა.

მუშაობისთვის საჭირო ნივთები

სამუშაოსთვის ორი სახის შესაფითხი ხსნარია საჭირო: სასტარტო და საბოლოო. სასტარტო მსხვილმარცვლიანია. ადვილად ავსებს უსწორმასწორობას, ამიტომაც პირველ ფენად იყენებენ. შემდგომ კი საბოლოო ფენას უსვამენ, რომელიც წვრილ მარცვლიანია, 1-1,5 მმ-ს სისქის ფენად რჩება ზედაპირზე. ის უმცირეს უსწორმასწორობებსაც კი ფარავს. თუ ზედაპირი შედარებით თანაბარია, შესაძლებელია შეფითხნის უნივერსალური ხსნარის გამოყენებაც. ის ორივე შემადგენლობის თვისებებს ფლობს.

შეფითხნამდე კედლის ფუძის გრუნტირება ხდება. მის შემადგენლობას ზედაპირის მასალიდან გამომდინარე არჩევენ. სოკოს გაჩენის რისკის შემთხვევაში ანტისეპტიკის შემცველ ნაერთს იყენებენ.

მასალების გარდა ინსტრუმენტებიცაა მოსამზადებელი. თქვნ დაგჭირდებათ ორი სწორი, საშუალო და დიდი ზომის შპატელი, ასევე კუთხური. დაგვჭირდება სახაზავი ან სწორი გრძელი ლარტყი, სახეხი ქაღალდი, გრძელბეწვიანი საღებავი ლილვაკი და ფუნჯი გრუნტირებისთვის. შესაფითხი მასალის მომზადებისთვის ჭურჭელი (თუ დამზადება დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ), ასევე სამშენებლო მოსარევი.

1. საფუძვლის მომზადება

სამუშაოს დაწყებამდე კედლის ზედაპირს ამზადებენ. ჯერ ძველ საფარს ხსნიან (მისი არსებობის შემთხვევაში), კედელს კარგად ათვალიერებენ და უსწორმასწორობებს შემდეგნაირად ამუშავებენ:

ღრმა ბზარს აფართოებენ რომ მისი ხარისხიანად ამოვსება შეძლონ. მიკრო ბზარების გაფართოების აუცილებლობა არ არსებობს.

ფუნჯით  გაფართოებული ბზარის ზედაპირს აკურატულად ასუფთავებენ. მას მტვრისა და ძველი საფარის ნარჩენებისგან ათავისუფლებენ.

ბზარს გრუნტავენ, შიდა ნაწილზე პრაიმერს უსვამენ და აშრობენ. შემდგომ ფითხით ავსებენ და ზედაპირს ამუშავებენ.

თაბაშირმუყაოს შემთხვევაში საფუძველს სხვაგვარად ამზადებენ. შეერთების ადგილებზე არმირებულ ბადეს აკრავენ. ბადეს ფითხის პირველად ფენაზე ათავსებენ და ზემოდან იგივე ფენით ფარავენ. შპატელით ზედაპირს ასწორებენ. ასევე თაბაშირმუყაოზე არსებულ სხვა უმნიშვნელო ხარვეზებსაც ასწორებენ (მათ შორის სამაგრების ადგილებს) და აშრობენ.

მომზადების ბოლო ეტაპი გრუნტირებაა. ის აბსოლუტურად ყველა ზედაპირისთვის ერთითაიგივეა. გრუნტირება ზედაპირის მოჭიდების მაჩვენელებს აუმჯობესებს და ფორებს ავსებს. ის ერთ ან ორ ფენად დაიტანება.

2. ფითხის პირველადი ფენის დატანა

პირველ რიგში, საჭიროა ხსნარის მომზადება. გობში სუფთა წყალზე ფხვნილს ყრიან, შეფუთვაზე მითითებული პროპორციების დაცვით, სითხეს გაბლანტებამდე ინტენსიურად ურევენ. უმჯობესია ამის სამშენებლო მოსარევით კეთება. მნიშვნელოვანია ფხვნილის პატარა პორციებით დამატება, ვინაიდან ის სწრაფად მაგრდება. შესაძლებელია ხსნარი მის გამოყენებამდე გამაგრდეს და გაფუჭდეს.

შეფითხნა კედლის კუთხიდან იწყება, შპატელი 45 გრადუსიანი დახრით უნდა გვეჭიროს, ფენის სისქე 1,5-3 მმ-ს უნდა შეადგენდეს. ჩაღრმავებულ ადგილებზე ფენა შესაძლებელია ოდნავ სქელიც იყოს. მიღებული ზედაპირის სისწორეს დიდი სახაზავის გადატარებით ამოწმებენ.

კედლის კუთხეების შესაფითხნად კუთხურ შპატელს იყენებენ. საბოლოო გაშრობამდე ზედაპირს სახეხი ქაღალდით ამუშავებენ. ამ ეტაპზე შესაძლებელია გაჩერება თუ შპალერად რელიეფურ ან სქელ ტილოს იყენებენ.

3. ფითხის საბოლოო ფენასთან მუშაობა

საბოლოო ფენა სასტარტოს მსგავსად დაიტანება. განსხვავება ფენის სისქეშია. ის არ უნდა აღემატებოდეს 1-2 მმ-ს. ფენის დატანის ხარისხის საკონტროლებლად განათებას იყენებენ. სანათებს ოთახის სხვადასხვა წერტილებში ათავსებენ ისე, რომ სხივი კედელს ეცემოდეს. ეს ხარვეზების აღმოჩენას ამარტივებს.

საბოლოო ფენის დატანა ორ ეტაპად ხდება. თითოეულს შრობის შემდეგ სახეხი ქაღალდით ამუშავებენ. პირველს წვრილ მარცვლიანი სახეხით, ხოლო მეორეს ტყავის ან ზამშის ზედაპირით.

გამოცდილების არმქონე ადამიანს შეფითხნა შესაძლოა რთულ პროცესად მოეჩვენოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ინსტრუქციას ზედმიწევნით მიყვებით და სამუშაოს დაწყებამდე ცოტაოდენს წაივარჯიშებთ, ყველაფერი იდეალურად გამოვა.

რაც შეეხება ახალი პროექტის წამოწყებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტური Giorgio Armani-ს სენ-ტროპეს რეზიდენციაში

რამდენიმე რჩევა ღვინის მარნის მოსაწყობად საკუთარ სახლში