in

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ აუზის მოწყობას გადავწყვეტთ

თუ თქვენ საკუთარი აუზის მოწყობა განიზრახეთ, ორი ვარიანტი გაქვთ: მოაწყოთ ის სახლში ან ეზოში. დღეს გვინდა ორივე ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები გაგაცნოთ და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ამ მხრივ უფრო გაგიმარტივოთ.

აუზი სახლში

სახლში მოწყობილი აუზი ყველაზე კომფორტული, მაგრამ ძვირი ვარიანტია. აქ მრავალი ტექნიკური ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელთაგან ერთის უგულებელჰყოფაც კი საძირკველის დაზიანებას ან კონსტრუქციის დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, მის დატვირთვას ყველა გრუნტი ვერ უძლებს. აუზის მოწყობისთვის პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ:

გეოლოგიური კვლევა

ნათელია, დეტალური გეოლოგიური კვლევის გარეშე არაფერი გამოვა. ნიადაგის გაყინვის სიღრმე, გრუნტის წყლების დონე და ნიადაგის თვისებები აუზის სიდიდისა და ტიპის განსაზღვრისთვის პირველხარისხოვანი ინფორმაციაა.

წყლის მიწოდება და დაცლა

შემდეგი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ, წყლის მიწოდება და მისი დაცლაა. ხშირად პირველი ადვილი მოსაგვარებელია, ხოლო მეორე შესაძლებელია სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. საკანალიზაციო არხის, წყალსაცავის ან ხევის არარსებობამ შესაძლებელია ნიადაგის დაჭაობება გამოიწვიოს.

ადგილის შერჩევა და იზოლირება

შემდეგი სირთულე აუზის სახლში განთავსებაა. გაზრდილი ტენიანობა აუზის საცხოვრებელი სივრცეებისგან იზოლირებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გაზრდილ ტენიანობასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო პრობლემას უხვად მიიღებთ, რომელთაგან ობის სოკო ყველაზე მარტივი იქნება.

განათება და გათბობა

შემდეგი საკითხი აუზის განათება და გათბობაა. როგორც წესი, აუზის განათებას პანორამული ფანჯრების მეშვეობით უზრუნველყოფენ, ეს ბუნებაში დასვენებისა და ნატურალური განათების ილუზიას ქმნის, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება დიდ თბოდანაკარგებთანაა დაკავშირებული, რომლის კომპენსირება სითბოს დამატებითი წყაროს მეშვეობით ხდება. აუზის გათბობა, განათება და კონდენცირება სახლის კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვანი პუნქტია.

სახლის აუზი პროექტირების დასაწყისში კარგად უნდა გაითვალოს, თუ აუზის მოწყობა მშენებლობის პროცესში გადაწყვიტეთ, ეს შესძლებელია ძალიან რთული იყოს. თუმცა, შესაძლებელია აუზის მოწყობა “მიშენებაში” სცადოთ, რაც ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია.

აუზი ეზოში

ღია აუზი უფრო იაფია ვარიანტია. დღეს ჩვენ გასაბერ ან პლასტიკურ აუზებს არ განვიხილავთ, გვინდა კლასიკურ, რკინაბეტონით აშენებულ აუზზე ვისაუბროთ.

გარდა ღია აუზის ბიუჯეტურობისა, მას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს: ის  სახლის კონსტრუქციას ვერ დააზიანებს,  სახლის ტენიანობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და ვენტილაციის, გათბობისა და განათების ხარჯები არ დასჭირდება.

მოვლა და კონსერვაცია

ღია აუზის ექსპლუატაცია რეგულარულ წმენდას და ზამთრის კონსერვაციისთვის მომზადებას მოითხოვს.

აუზის კონსერვაცია შეიცავს წმენდას, დაცლას, დანადგარების დემონტაჟს (ფილტრი, გათბობის სისტემები და სხვა), დასაცლელი მილების დალუქვას და სადეზინფექციო სითხეებით დამუშავებას. უმჯობესია, ყველა პროცედურა პროფესიონალების მიერ ჩატარდეს, თუმცა საჭირო გამოცდილებისა და დროის არსებობის შემთხვევაში, ამ სამუშაოების ჩატარება დამოუკიდებლადაცაა შესაძლებელი.

გათბობა

თუ თქვენ ზამთარშიც გსურთ წყლის პროცედურების მიღება, შეგიძლიათ აუზი გათბობის სისტემით აღჭურვოთ და წყლის პროცედურებით ზამთრის სუსხიან ამინდშიც დატკბეთ. თუმცა, ამ შემთხვევაში გათბობის დანახარჯები რამდენჯერმე გაგეზრდებათ.

ზეთისხილის ბაღით გარშემორტყმული რეზიდენცია – GGA Architects-ის ნამუშევარი

#სადვიცხოვრო: ბინა ჰამაკით ვერაზე