in

ზეთისხილის ბაღით გარშემორტყმული რეზიდენცია – GGA Architects-ის ნამუშევარი

ზეთისხილის ბაღით გარშემორტყმული HV Pavillon მდებარეობს ტოსკანაში, მარემის მთებში. ამ პროექტზე GGA gardini gibertini architects-მა იმუშავა. HVP ტიპური ხმელთაშუაზღვის არქიტექტურაა, რომელიც უფრო მეტად არქაული მშენებლობის პრინციპებითაა შექმნილი.

Banner M2
Banner M2

ინტერიერი საკმაოდ სადადაა გადაწყვეტილი – აქ ვხვდებით ე.წ “შიშველ მასალებს”, მაგალითად: ბეტონის იატაკი. დიზაინი, უმეტესწილად, გაწყობილია ხით. ამ სადა ინტერიერის დატვირთვა მეტ-ნაკლებად იკისრა ფერადმა ავეჯმა და დეკორმა.

სახლი იდეალურია მათთვის, ვისაც სინათლე და ბუნება უყვარს, რადგან ამ ადგილას ერთიც ჭარბადაა და – მეორეც. ასევე, აღნიშნულ პროექტში ძალიან დიდი როლი უკავია გეომეტრიის სიმკაცრეს – გარდა ექსტერიერისა, ინტერიერიც ზუსტი პროპორციებითაა დაყოფილი.

დიზაინ სტუდია: GGA gardini gibertini architects

ფოტოგრაფი: Ezio Manciucca

რემონტის გიდი: ვარჩევთ ხის იატაკს საკუთარი სახლისთვის

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ აუზის მოწყობას გადავწყვეტთ