in

სახლი პატარა ინგლისურ სოფელში — Oliver Leech Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ხუთ საძინებლიანი სახლი, რომელიც ინგლისში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ — Oliver Leech Architects-მა (არქიტექტორ ოლივერ ლიჩის კომპანია) ალან მაუგისთვის და ენდრიუ უაითისთვის დააპროექტა, პატარა ინგლისურ სოფელში — კოტსვოლდში მდებარეობს. სახლის სახელწოდება — Cotswolds House სწორედ ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს.

საცხოვრებელი თავდაპირველად შაბათ-კვირის დასვენებისთვის იყო განკუთვნილი. მეპატრონეებს ადგილობრივ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი აქვთ, რადგან აქ ენდრიუ გაიზარდა და Covid-19-ის პანდემიის დროს ისინი ლონდონიდან კოტსვოლდში გადმოვიდნენ, რათა სოფლის ცხოვრებით ესიამოვნათ. თუმცა, საბოლოოდ, ეს სახლი მუდმივ საცხოვრებლად იქცა.

ოლივერ ლიჩმა შეიმუშავა ტერიტორიის გენერალური გეგმა. ის გულისხმობს ახალ ენერგოეფექტურ სახლს, რომელიც მხარს უჭერს აქტიურ ცხოვრების წესს და დატვირთულ სოციალურ კალენდარს მუშაობისა და დასვენებისთვის განკუთვნილი მშვიდი ზონების ინტეგრირებით. ჩოგბურთის მოედანი და ბაღი მეპატრონეებს გარე აქტივობებით დაკავებისა და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის საშუალებას აძლევს.

პირველ სართულზე განლაგებულია სოციალური სივრცე, რომელიც მოიცავს ცენტრალურ, დიდ მისაღებ ოთახს სადილისა და გართობისთვის. პატარა მყუდრო ბიბლიოთეკა მეპატრონეებს სთავაზობს კომფორტულ სივრცეს წიგნების წასაკითხად და ტელევიზორის საყურებლად. ეს ორი ოთახი ვიზუალურად არის დაკავშირებული ორმხრივი შეშის ღუმელის საშუალებით, თუმცა ბიბლიოთეკის იატაკი უფრო მაღლაა აწეული, რათა ოთახს ბაღისა და ხეობის ხედებზე ჰქონდეს წვდომა.

კეთილმოწყობილი სამზარეულოდან შეგიძლიათ მოხვდეთ ეზოში, რომლის ნაწილიც გადახურულია, რათა მფლობელებმა გარეთ შეძლონ სადილობა, მიუხედავად ამინდისა. ეზო ჩრდილო-დასავლეთისკენ არის მიმართული, რაც მზის ჩასვლის ულამაზეს პროცესზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

მთავარი საძინებელი მეორე სართულზე მდებარეობს, ხოლო სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები — სახლის მოპირდაპირე ბოლოში. საცხოვრებელი ზონები და გარე ტერიტორიები ორიენტირებულია ჩრდილო-დასავლეთით.

Cotswolds House არის უაღრესად იზოლირებული ასაწყობი ხის კარკასული სახლი, რომელიც ენერგიის საერთო მოხმარების შემცირებას უზრუნველყოფს. სახლს გააჩნია მზის პანელები. Oliver Leech Architects რამდენიმე თვის განმავლობაში ზედმიწევნით აპროექტებდა ხის პანელებს სპეციალისტ ტექნიკოსთან თანამშრომლობით.

 

არქიტექტურული ფირმა: Oliver Leech Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

Bosch-ის პრემიუმ ხაზი, Accent | Line carbon black უკვე საქართველოშია!

სამზარეულოს გამწოვი -ტიპები, მახასიათებლები და პრაქტიკული რეკომენდაციები