in

რამდენიმე გზა, თუ როგორ შეუძლია ჭკვიან ტექნოლოგიებს ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახადოს

ჯანსაღი ცხოვრების წესზე ფიქრისას, პირველ რიგში, ალბათ, სწორი კვება და ვარჯიში გახსენდებათ. მაგრამ სახლის დიზაინი? შესაძლოა, ამ მიმართულებით მასზე სულაც არ ფიქრობთ, მაგრამ ალბათ, დროა დაფიქრდეთ.. ფერების კონტროლის LED განათება, ჭკვიანი სენსორები და ჭკვიანი სახლის სხვა ტექნოლოგიამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სივრცე, რაც დაგეხმარებათ დღის უფრო მშვიდად დაწყებაში, ყურადღების გამახვილებასა და უკეთესად ცხოვრებაში.

და მაინც, როგორ შეუძლია ჭკვიან მოწყობილობებს ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადონ?

ფსიქოლოგიური გავლენა

საინტერესოა, რომ კომფორტული სახლის იდეა, რომელიც თქვენს საჭიროებებს პასუხობს, საკმაოდ მარტივად მიღწევადია ახლა, ვიდრე ამას ოდესმე იფიქრებდით. ძალიან მცირე ძალისხმევით, თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ მოწყობილობები თქვენი სახლის არსებულ კონფიგურაციასთან ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად.

სახლში არსებული ეს სიმშვიდე კი გვეხმარება, ჩვენც მშვიდად ვიყოთ და ნაკლებად ვიღელვოთ ყოფით საკითხებზე. საბოლოო ჯამში კი, ჭკვიანი მოწყობილობები დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს ფსიქიკაზე.

ჭკვიანი მოწყობილობები ბუნებრიობას ქმნის

კვლევებმა აჩვენა, რომ დილის გრილი, ცისფერი განათებით დაწყებას ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს, რომელიც თეთრდება მთელი დღის განმავლობაში და შემდეგ უფრო თბილი და ოქროსფერი ხდება ღამის მოახლოებასთან ერთად – ისევე როგორც მზის ბუნებრივი ციკლი. ამან შეიძლება გააუმჯობესოს შემეცნების უნარი და ხელი შეუწყოს ჯანსაღ ცირკადულ რიტმებს, რაც გაადვილებს დაძინებას და ღამით კარგ დასვენებას.

თუ გსურთ გქონდეთ ეს გამოცდილება და დილეტანტი ხართ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიაში, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ზომის ერთი ჭკვიანი ნათურით, როგორიცაა Cync Direct Connect Tunable White Smart Bulb. ჩადეთ ის თქვენ მიერ არჩეულ მოწყობილობაში, როგორც საწოლის მაგიდის ნათურა და შემდეგ ჩამოტვირთეთ Cync აპი. შეაერთეთ ნათურა აპთან და შექმენით თქვენი სრულყოფილი ფერის სქემა (ან „სცენა“, როგორც ამას დიზაინერები უწოდებენ).

დაამატეთ ფერი განწყობის შესატყვისად

ჭკვიანი განათების ძალა არ ჩერდება ჯანსაღი გრაფიკის შექმნით. მაღალტექნოლოგიური ნათურები ასევე გვთავაზობენ მილიონობით ფერს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა განწყობის ან ატმოსფეროს შესაქმნელად. მაგალითად, სახლის სავარჯიშო დარბაზისთვის მოცისფრო-მოთეთრო შეიძლება იყოს იდეალური, მაგრამ უფრო რბილმა, ოქროსფერმა შუქმა შეიძლება მოგცეთ უკეთესი შედეგი იოგას პროცესში. სახლის სხვა ადგილას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერის ცვალებადი ნათურები მკაფიო ეფექტისთვის: ფერების შერევა კოქტეილის წვეულების გასახალისებლად ან განათების სინქრონიზაცია თქვენს ხმის სისტემასთან ან ტელევიზორის ეკრანზე არსებულ კონტენტთან..

გამოიყენეთ თქვენი ხმა

ჭკვიანი დინამიკის დახმარებით, როგორიცაა Amazon Echo ან Google Nest Audio, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმოვანი კონტროლი, რათა სამუშაო დღეები სახლიდან ოდნავ ნაკლები სტრესული გახადოთ. მაგალითად, თქვით, რომ საჭმლის მომზადების შუა პერიოდში ხართ, როდესაც სამუშაო ვიდეოზარი მოულოდნელად გამოჩნდება თქვენს კომპიუტერში. მარტივი ხმოვანი ბრძანების საშუალებით, შეგიძლიათ ოთახის კამერა სწრაფად მოამზადოთ.

ჭკვიანი დინამიკის დაყენების შემდეგ ადვილი იქნება თქვენს სახლში არსებული ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობის სინქრონიზაცია. ჭკვიანი ნათურები, გადამრთველები და შტეფსელები ხომ მარტივად უკავშირდებიან Google-სა და Alexa-ს ხმოვან ასისტენტებს.

ვისი სანტა გახდა ნოვა? – ნოვას წინასაახალწლო გათამაშება და 46 გახარებული მომხმარებელი

შენობა, რომელიც იცვლება და ვითარდება – DUA-ს ნამუშევარი ირლანდიაში