in

თანამედროვე კლასიკა – ორი სტილის სინთეზით მიღებული ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრში მდებარეობს, დიზაინერ მარისა ბეროს (Marissa Bero) მიერ არის დაპროექტებული და ის კლასიკური და თანამედროვე სტილების შერწყმის საუცხოო მაგალითს წარმოადგენს.

კლასიკური მიმართულება ამ ინტერიერში გამოხატულია ისეთი დეტალებით, როგორიცაა დიდი ბიბლიოთეკა, შავი როიალი, რეტრო და ვინტაჟური ავეჯის ელემენტები. ეს ყველაფერი კი იდეალურად არის შეხამებული თანამედროვე რბილ ავეჯთან და სკანდინავიური დიზაინის ობიექტებთან.

ბინას გააჩნია ღია გეგმარება, რომლის თანახმად სამზარეულო, მისაღები და სასადილო ზონები ერთ სივრცეშია მოქცეული. ეს საკმაოდ არასტანდარტული გადაწყვეტაა კლასიკური სტილის ინტერიერებში, თუმცა, ამ გზით დიზაინერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამედროვე შტრიხების არსებობას ბინაში.

აქ ორი საძინებელი გვხვდება. თითოეული მათგანი დახვეწილი სტილითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამოირჩევა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მასალებისა და ფერების საინტერესო კომბინაცია, რაც სივრცეს კიდევ უფრო დახვეწილ ხასიათს სძენს.

 

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო-სასადილო – 10 პრაქტიკული რეკომენდაცია

5 იდეალური მცენარე ოფისის ინტერიერისთვის