in

რესტავრირების შედეგად აღდგენილი თანამედროვე კოტეჯი ლონდონში

Banner M2
Banner M2

სამხრეთ ლონდონში, კერძოდ კი სტოკველთან ახლოს, XIX საუკუნის შუა ხანებში აშენებული კოტეჯები გვხვდება. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი კოტეჯის შესახებ გიამბობთ, რომელიც დახვეწილი დიზაინითა და ინტერიერით გამოირჩევა. ის საგულდაგულოდ იქნა რესტავრირებული და აღდგენის პროცესში შენარჩუნდა უამრავი ისტორიული მახასიათებელი.

დიზაინერებმა ყველაფერი ძველი გააერთიანეს თეთრი და ნაცრისფერი ფერთა სისტემის დახმარებით, მასალა კი საგულდაგულოდ შეარჩიეს ისე, რომ შესაბამისობაში ყოფილიყო სახლის ისტორიასთან.

სამზარეულო განთავსებულია სახლის უკანა მხარეს და აქვს დიდი ფანჯარა, რომელიც ოთახს სინათლით ავსებს. სამზარეულოს აქვს ანტიკვარული კარადები ღია თაროებით, რომლებიც განთავსებულია გამორჩეული გარეგნობის მქონე სახურავის ქვემოთ და შეღებილია თეთრ ფერში. აქვეა დახვეწილი გარეგნობის მქონე ნიჟარაც.

სამზარეულოს გვერდით არის მყუდრო სასადილო ოთახი ჩაშენებული კუთხის დივნით, რომელიც მოთავსებულია ფანჯრის ქვეშ და გადაჰყურებს ბაღს.

სასადილო ოთახში ასევე გვხვდება შეშის ღუმელი, რომელიც აგურის ბუხარშია მოთავსებული.

სახლის წინა მხარეს არის მისაღები ოთახი, სადაც გამოყენებულია ნაცრისფერი, მყუდრო განწყობის შექმნისთვის.

 

მეორე სართულზე ორი საძინებელია. მთავარ საძინებელში ჭერზე ვარდის ფორმის მსგავსი ჭაღი გვხვდება, რომელიც სახლის მეპატრონემ თავად დაამზადა.

მეორე საძინებელი ასევე მშვიდი ფერებითაა გაფორმებული, მასალის სახით კი თეთრი აგური და თაბაშირი გვხვდება.

სააბაზანო ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი. სიძველის ეფექტი თანხვედრაშია სახლის ზოგად სტილთან და სივრცეს განსაკუთრებულ აურას სძენს.

სახლს ასევე გააჩნია მცირე ზომის უკანა ეზო, რომელშიც მცირე სასადილო ზონა, ხელსაწყოების სათავსო და ყურძნის სხვადასხვა ჯიშები გვხვდება.

5 მარტივი გზა აბაზანაში მარმარილოს გამოსაყენებლად

გარე ელექტრო ჟალუზი — უპირატესობა, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე