in

როგორ მოვამზადოთ ცენტრალური გათბობის სისტემა ზამთრისთვის?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ცენტრალური გათბობისა და ბოილერების შემოწმება და უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია. ბოილერი სახლში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ჩვენ კი მათ უსაფრთხოებაზე ვართ პასუხისმგებელნი. არსებობს რამდენიმე აუცილებელი ნაბჯი, რაც ცივი სეზონის დადგომის დროს უნდა გავითვალისწინოთ.

პროფესიონალური დათვალიერება

ზამთრის დადგომამდე საჭიროა, ჩვენი გათბობის სისტემა პროფესიონალებს შევამოწმებინოთ და დავრწმუნდეთ, რომ მისი ყველა ნაწილი გამართულად მუშაობს.

მილების დათვალიერება

საჭიროა ბოილერების შემოწმებაც, მის სიახლოვეს არსებული მილების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა, რათა მოხდეს წყლის ნაკადის სწორი ფორმირება და მაქსიმალური რაოდენობის სითბოს გამომუშავება.

ბოილერის გაწმენდა

ბოილერის გაწმენდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სფეროს ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით უნდა მოხდეს. მის გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ტემპერატურა და გაზის უსაფრთხოება.

ჰაერის ფილტრების გადამოწმება

შეცვალეთ ან გაწმინდეთ ჰაერის ფილტრები, რათა თავიდან აირიდოთ ჰაერის დაბინძურება და გაზის დაგროვების რისკები.

დარწმუნდით, რომ ბოილერი და მილები სწორად არის განთავსებული, რათა არ მოხდეს სითბოს ნაკადისა და ენერგიის დაკარგვა.

თერმოსტატის დარეგულირება

ენერგიის ეფექტურად გამომუშავებისთვის აჯობებს თუ დაარეგულირებთ თერმოსტატს. დატოვეთ ის ნაკლებ ტემპერატურაზე მაშინ, როდესაც სახლში არ იმყოფებით და გაზარდეთ ტემპერატურა შენობაში დაბრუნების შემდეგ.

ბოილერის ზამთრისთვის მომზადება მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცივი ამინდების სახლში თბილად და კომფორტულად გატარება სურს. სასურველია, მთელი სეზონის განმავლობაში განაგრძოთ გათბობის სისტემის კონტროლი და მაქსიმალურად ხშირად შეამოწმოთ მისი ეფექტიანობა.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი 

როდესაც ფორმა ერწყმის სილამაზეს – ოსკარ ნიმეიერის ლეგენდარული არქიტექტურა

„ვუდერსი” – ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ავეჯი ქართულ ბაზარზე