in

წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში

Banner M2
Banner M2

ნორვეგიაში არსებული წყალქვეშა რესტორანი 2019 წლის საუკეთესო პროექტად არის აღიარებული. რესტორანი მდებარეობს ნორვეგიის იმ სანაპიროზე, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზღვები ერთმანეთს უერთდებიან, რაც წარმოქმნის საუცხოო სანახაობას. ამ ორი განსხვავებული წყლის შეერთებით,წყალქვეშა ბუნებაც მდიდარი და მრავალფეროვანია. Snøhetta–ს მიერ შექმნილი რესტორანი საზღვაო ცხოვრების კვლევის ცენტრსაც წარმოადგენს, რომელიც  ზღვის ველურ ფაუნასა და ნორვეგიის სამხრეთით მდებარე კლდოვან სანაპიროზე ზრუნავს.

ის რეგიონი, სადაც რესტორანი მდებარეობს, ცნობილია უხეში ამინდის პირობებით, რადგან დღის განმავლობაში მრავალჯერ იცვლება მშვიდი და წყნარი დღე  ქარიშხლიან და ბობოქარ გარემოდ, აქედან გამომდიარე, რესტორნის მომხმარებელი ცივი და უხეში ბუნებრვი პირობებიდან უეცრად აღმოჩნდება მუხის მასალისგან აშენებულ შემოსასვლელში, რომელშიც არსებული სირბილე და მერქნის მძაფრი სურნელი, მნახველს ხისტი ცვალებადობის განცდას უქმნის.

შემოსასვლელი უხეშად დამუშავებული ხით ხასიათდება, რაც კარგ კონტრასტს ქმნის გარშემო არსებულ ბუნებასთან, ხოლო, რაც უფრო შიგნით შევდიართ ხის დამუშავების ხაისხიც უფრო მაღლდება და რბილდება.  ამ ჰარმონიული გადასვლის ბოლო ნაწილში უზარმაზარი გლუვი ფანჯარა გვხვდება, რომელიც რესტორნის მთავარი სავიზიტო ბარათი გახდა.

 

შემოსასვლელის გაგრძელებას წარმაოდგენს მუხის კიბე, უჟანგავი ფოლადისა და სპილენძის მოაჯირებით, რომელსაც უფრო მეტად რბილ და ჰარმონიულ სივრცეში გადავყავართ, სადაც ხის ჭერი იცვლება ტექსტილის ჭერით. რესტორნის ინტერიერისა და ბუნების ასეთი შეერთებით, იქმნება მისტიკური და ძალიან საინტერესო გარემო.

რაც უფრო მეტად ჩავდივართ ზღვის ქვეშ, მით უფრო ინტენსიური და ბნელი ხდება ინტერიერი. დიზაინერები რეფერენსებად იყენებენ ზღვისა და სინათლის ურთიერთქმედებას. ქსოვილების სახით გადმოცემულია მზის არეკვლის ხარისხები, რისი სიკაშკაშეც დინების მიხედვით იცვლება . ფრთხილად ნაქსოვი ჭერის პანელების ელეგანტურობა შენობაში მშვენიერ ატმოსფეროს ქმნის.

აღსანიშნავია, თუ როგორ იყენებენ ფანჯრებს სინათლის გადასანაწილებლად. მათ სივრცეში შემოყავთ, როგორც ხმელეთის ბუნებრივი სინათლე, ასევე ზღვის განათებაც, რომელიც სივრცეებს სხვადასხვა ტონალობით ამდიდრებს. მნიშვნელოვანია, სასადილო ოთახის უზარმაზარი ფანჯრის კედელი, რომელიც ზღვის ყველაზე დაბალ დონესა და რესტორნის საბოლოო პუნქტს წარმაოდგენს. სეზონების ცვალებადობასთან ერთად, იცლება წყლის შეფერილობაც. ზამთრის ცივ დღეებში ფანჯრიდან დანახული წყალი ცისფერია, ხოლო ზაფხულის დღეებში მომწვანო შეფერილობის.

შიდა, ხელოვნური განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესტორნის ვიზუალურად გამართვაში. სივრცეში სპეციალური ტიპის განათებებია დამონტაჟებული, რომლითაც მინას სინათლის არეკვლის საშუალება არ ეძლევა და სტუმარს გარკვევით შეუძლია წყლისა და მასში მოცურავე თევზების დანახვა. შიდა განათება, ასევე ხელს უწყობს ბუნებრივი განათების გამოკვეთას. ფოტოებზეც კარგად სჩანს, რომ სივრცეში ბუნებრივი სინათლე უფრო დომინანტურია.

 

 

Yayoi Kusama-ს კოპლებში ჩაფლული Louis Vuitton-ის კონცეპტუალური მაღაზია

შიგერუ ბანის ტოკიოს გამჭვირვალე ტუალეტები