in

“Zieglers Nest” – Rever & Drage Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

 

მოლდეში, ნორვეგიაში მდებარე ეს 152 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი აგებულია პატარა, კლდოვან ტერიტორიაზე. Rever & Drage Architects-ის პროექტის წყალობით, მომცრო სივრცე გარდაიქმნა სახლად, რომელშიც ხუთკაციანი ოჯახი საკმაოდ ფართოდ და გაშლილად ცხოვრობს. სახლში გვხვდება პარკინგის, საწყობისა და ტექნიკური ოთახები. სახლში სინათლე დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებიდან აღწევს.  წვიმიან ამინდებში წყალი ბეტონის კედლებზე ჩადის და მიწაში გაყვანილ წყალსადენებში ჩაედინება, წვიმის გადაღების შემდეგ მზე ათბობს ბეტონს და წყალიც მარტივად ორთქლდება.

სახლის ინტერიერში მუხა უხვადაა გამოყენებული. მუხისაა, მაგალითად, იატაკი და კიბეები, რაც გამძლეობას მატებს შენობას, სადაც ბავშვები იზრდებიან და ხშირი სტუმრიანობაა. მეორედან მესამე სართულზე ასასვლელი კიბე ფიჭვის ხისგანაა დამზადებული – ამ სართულზე სტუმრები ხშირად არ ადიან და სახლის მფლობელებს შეუძლიათ რბილ ხეზე ფეხშიშველებმა იარონ.

 

სახლის მეორე სარულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო და ბიბლიოთეკა. ამ სამრთულზე მზე დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეებიდან შედის, ამიტომ ის მუდამ განათებულია. სინათლესთან ერთად, ამ სართულიდან გადაშლილი მომნუსხვეული ნორვეგიული ლანდშაფტის ხედი სახლის ფასეულობას ერთიორად ზრდის.

სასტუმრო ოთახი ორმაგი სიმაღლისაა და მისი გამოყენება საბანკეტო დარბაზადაცაა შესაძლებელი. ნორვეგიაში საკმაოდ მკაცრი ჰავაა, ამიტომ არქიტექტორებმა არჩევანი შეაჩერეს ხისგან აშენებულ კედლებზე, რომლებიც სამზარეულოსა და ბიბლიოთეკაში გვხვდება და  სითბოს მარტივად ინარჩუნებენ.

მესამე სართულზე გვხვდება საძინებელი და სააბაზანო ოთახები და გალერეა. აქვეა შიდა აივანი, რომელიც „რომეოსა და ჯულიეტას“ ინსპირაციითაა შექმნილი. გალერეიდან სტუმარს შეუძლია გავიდეს სახურავის ტერასაზე, საიდანაც შესაძლებელია ულამაზესი ხედით ტკბობა. სახლიდან ჩრდილოეთის ციალიც მოსჩანს.

ფოტოგრაფი: Tom Auger

ტური დაკოტა ჯონსონის ჰოლივუდურ სახლში

სახლი ბაგებში – R312 architects-ის პროექტი