in

Yayoi Kusama-ს კოპლებში ჩაფლული Louis Vuitton-ის კონცეპტუალური მაღაზია

Banner M2
Banner M2

მოდის სახლმა Louis Vuitton -მა ლონდონში ახალი მაღაზია იაპონელ ვიზუალურ ხელოვანთან, Yayoi Kusama-სთან კოლაბორაციით შექმნა. ტანსაცმლის კონცეპტუალურ მაღაზიაში ნაჩვენები კოლექცია იმეორებს კუსამას ყველასათვის ნაცნობი კოპლების პატერნს.

მათი პირველი გადაკვეთა კუსამას გამოფენაზე მოხდა, სადაც ლუი ვიტონი მისი სპონსორი იყო. ხელოვანის განმეორებადი დიზაინი გახდა მოდის სახლის ინსპირაციის წყარო, რაც ბრენდის ჩანთებსა და ფეხსაცმელებზე  უამრავი ყვითელი, შავი, წითელი კოპლებით აისახა.

გარდა პროდუქტისა, მაღაზიის სივრცეც კუსამას კოპლებშია ჩაფლული. უზარმაზარი განათებები, რომლებიც ტანსაცმელს ზემოდან ანათებს, კედელები და იატაკი, ყველაფერი სხვადასხვა ზომის კოპლებით არის დაფარული, რაც საუცხოო და განსხვავებულ სურათს გვიხატავს.

საინტერესოა, რომ ბრენდი კოპლებს არამარტო დიზაინში, არამედ ფუნქციურადაც იყენებს. სავაჭრო ცენტრში 24 ვიტრინაში წარმოდგენილი იყო კუსამასა და მოდის სახლის კოლექცია, გარშემორტყმული დიდი წითელი კოპლებით, რომლებიც მომხმარებლებს კარნახობდა თუ როგორ მიეგნოთ ტანსაცმლის მაღაზიისთვის, სადაც გარდა ტანისამოსისა, მათ კუსამას რეალური ზომის ქანდაკება დახვდებოდათ, რა თქმა უნდა ისიც კოპლებით დაფარული.

 

წყარო: Dezeen.com

ოთახის ყველაზე გამძლე მცენარეები

წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში