in

7 ადგილი თბილისში, სადაც საწოლის ტუმბოს შეიძენთ

საძინებელ ოთახში ტუმბო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია. გარდა იმისა, რომ ის სივრცეს ესთეტიკურ მრავალფეროვნებას სძენს და ინტერიერს დასრულებულ სახეს აძლევს, საკმაოდ ფუნქციურია და გამოიყენება როგორც დეკორატიული მიზნით, ასევე პრაქტიკული დატვირთვით. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, სადაც საწოლის ტუმბოს შეძენას შეძლებთ.

JYSK

ტუმბო საკმაოდ ფუნქციური და პრაქტიკული ავეჯია, რომელიც კომფორტულ სათავსოს ქმნის და საწოლის გვერდით სანათებისა თუ თქვენთვის საჭირო ნივთების მოსათავსებლად გამოიყენება. მოდელების უმეტესობა თაროებითა და უჯრებითაა დაკომპლექტებული, რაც დამატებით სივრცეს ქმნის სასურველი დიზაინობიექტების მოსათავსებლად. თქვენთვის შესაფერის ტუმბოს არჩევას კი „JYSK“-ში შეძლებთ.

Ashley HomeStore

განსხვავებული სტილისა და დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი „Ashley HomeStore“-ში, რომელთა დახმარებითაც თქვენს საძინებელს გაალამაზებთ და ინტერიერს უფრო ეფექტურს გახდით. ამასთანავე, სახლში პრაქტიკულ სათავსოსაც შექმნით.

FORUM By New Light 

თანამედროვე, მინიმალისტური მოდელები დაგხვდებათ „FORUM By New Light“-ში. მრავალფეროვანი კოლექციიდან თქვენთვის სასურველ ტუმბოს მარტივად შეარჩევთ და ოთახს მეტ მომხიბვლელობასა და სისადავეს შესძენთ.

ICR HOME

ICR HOME“-ის შოურუმი კიდევ ერთი ადგილია, სადაც განსხვავებული დიზაინის ტუმბოების შეძენას შეძლებთ. ტუმბოები გარდა იმისა, რომ საკმაოდ ფუნქციურს ხდის სივრცეს, ის ჰარმონიის შექმნასა და ვიზუალური სიმეტრიის დაცვაშიც გვეხმარება და ოთახს დასრულებულ, ერთიან სახეს სძენს. ამიტომ ის ბინის მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი შერჩევა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

კომფორტერი  

კომფორტული, ხარისხიანი და მდგრადი ტუმბოები დაგხვდებათ „კომფორტერის“ შოურუმშიც, რომელიც  ინტერიერს გაამდიდრებს და ინდივიდუალურ შტრიხებს შესძენს თქვენს საძინებელ ოთახს.

INTERIORISMO 

INTERIORISMO“-ს შოურუმში შეხვდებით უმაღლესი ხარისხის, დახვეწილ, ელეგანტურ მოდელებს, რომლებიც ესთეტიკურ მიმზიდველობასთან ერთად, ოთახში მოსახერხებელ, მყუდრო გარემოს შექმნის და განსაკუთრებულ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

Mysa 

Mysa“ -ს შოურუმი კიდევ ერთი სივრცეა, სადაც თანამედროვე დიზაინის ტუმბოს შეარჩევთ, რომელიც თქვენს საძინებელში ორიგინალურ შტრიხებსა და გამორჩეულ განწყობას შეიტანს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მონოქრომული ინტერიერი კლასიკურ სკანდინავიურ სტილში

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ლევან კალანდარიშვილის ხედვა