in

ტური ირის აპფელის ნიუ-იორკის სახლში

ირის აპფელი ყველასთვის კარგად ნაცნობი მოდის გურუა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროფესია დეკორატორობაა. ამ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად შეუხამოს მკვეთრი ვარდისფერი ზედა ნარინჯისფერ ქვედაბოლოს და, ამავდროულად, მწვანე ფეხსაცმელი ეცვას. ეს მის სახლსაც ეტყობა. ესაა სამოთახიანი ბინა მანჰეტენზე, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

Tbc Insurance
Tbc Insurance

მისი სახლის ავეჯის უმეტესი ნაწილი ირისმა ევროპაში მოგზაურობის დროს შეიძინა. ასე რომ, აქ მრავლად იპოვით მე-17, მე-18, მე-19 საუკუნის უძველეს ნივთებს. რაც ცალსახად შესამჩნევია ის არის, რომ ირისი არ გაჰყვა დღევანდელ ტენდენციებს და ნაცვლად იმისა, ავეჯის კომპლექტები შეეძინა, სრულიად სხვადასხვა დივნები და სკამები შეუხამა ერთმანეთს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ყველა ნივთი ექსკლუზიურია.

ბინის შესასვლელში ვხვდებით მე-18 საუკუნის ფრანგულ ოთახის გამყოფს, მე -18 საუკუნის დასაწყისის მოხატულ გენუურ კუთხის კაბინეტს და ლუი XVI-ის ეპოქის სტილის სკამებს, რომლებიც მოპირკეთებულია ხავერდით, ასევე აქვეა ინგლისური ხალიჩაც.

ირისის სახლში ვხვდებით პირველ ნახატს – Infanta Margarita- ს პორტრეტს, რომელიც მან 60 წლის წინ შეიძინა ფლორენციის ანტიკვარიატის მაღაზიაში.

ირისს საკუთარი ფერადი და ორიგინალური სამოსისთვის საკმაოდ დიდი სივრცე აქვს დათმობილი.

მისი ჰოლი გაფორმებულია ძაღლების ნახატებითა და მე -19 საუკუნის ინგლისური წიგნთსაცავებით, რომლებიც სავსეა მოდისა თუ დეკორატიული ხელოვნების წიგნებით, სხვადასხვა ქსოვილებითა და ტექსტილებით.

ფოტოგრაფი:

როუტერის დამალვის 6 საინტერესო ხერხი

#სადვიცხოვრო: დუპლექსი აღმაშენებლის გამზირზე