ტაირის გიბსონი ხუთგზის გრემის ნომინანტი მომღერალია, რომლის შემოქმედებასაც კარგად ვიცნობთ ფილმიდან The Fast and Furious. ამ სტატიაში კი სწორედ მისი სახლი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ატლანტაში მდებარეობს.
ტაირისის დიდი სურვილი იყო, მისი სახლის ყველა ოთახი ძალიან ცოცხალი და გამოყენებადი ყოფილიყო. შეიძლება ითქვას, ამ სახლში ყველაფერი ნამდვილად მეფური და მდიდრულია, თუმცა, ამავდროულად, აქ ყველა ნივთს თავისი ფუნქციური დატვირთვა აქვს და არაფერი დევს ტყუილად.
გიბსონს ნამდვილად ჰქონდა მკაფიო ხედვა, მაგრამ მან დაიქირავა დიზაინერი სუ ვიშენგრადი, რათა მისთვის საკუთარი იდეები გაეცნო. ტაირსს აღნიშნულ დიზაინერთან სხვა პროექტების შემთხვევაშიც უთანამშრომლია.
სამზარეულოს აქვს სამი კუნძული და უამრავი მაცივრის უჯრა ბოსტნეულის, ხილის, ხორცისა და სხვა პროდუქტებისთვის. აქვე ვხვდებით, კადირ ნელსონის მიერ შესრულებულ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის ნახატს (რომელიც ცნობილია ნიუ-იორკერის ჟურნალის გარეკანებით).
“ეს არის ჩემი მთავარი ოთახი, სადაც სტუმრებს ყველაზე მეტად მოსწონთ ყოფნა”, – ამბობს ტაირისი. დიზაინერი მონა სტეფანე ამბობს, რომ მის კლიენტს სურდა “კომფორტისა და გრანდიოზულობის კომბინაცია … და მან ეს მიიღო”. მას ასევე არ აინტერესებს ბრენდების სახელები და არ უყვარს ლოდინი, რაც ნიშნავდა, რომ მისმა ორმა დიზაინერმა საცალო ვაჭრობას მიმართეს და სწორედ ასე გააწყვეს სახლი. ყავის მაგიდა და დივანი იპოვნეს კანტონში, სარკისებური კედელი არტერიორსიდან, სანთლები Global Views-დან და ბეწვეული RH– სგან.
მარმარილოს შესასვლელი და ფილიგრეს კიბის მოაჯირი ფრანგული შატოს ინსპირაციაა. ”ერთადერთი, რაც დავამატე, ჩემი ბუმბერაზი ტრანსფორმერი იყო!” ამბობს ტაირისი.
აღსანიშნავია, რომ სახლის ოთახები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. თუკი ერთგან მდიდრულ, მაღალ სკამებსა და მოოქროვილ სავარძლებს ვხედავთ, მეორე ოთახი სავსეა მუსიკალური აპარატურითა და რბილი ავეჯით.. ამავდროულად, მესამე ოთახი მთლიანად შავია და სხვა ოთახებისგან სრულიად გამორჩეული სტილი აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ტაირისის სახლი ერთი დიდი მაგიური ადგილია, სადაც უამრავი რამის აღმოჩენა შეიძლება.
“როდესაც ყოველდღე მივდივარ ჩემს სახლთან, ფაქტობრივად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემია”, – ამბობს 42 წლის მსახიობი. ”ხალხი მოდის და მათ წასვლა არ სურთ. ეს ადგილი საჩუქარია, რომელიც, ყოველ ჯერზე უფრო მეტად აღმაფრთოვანებს ხოლმე.”
დიზაინ სტუდია: Sue Wishengrad’s Trade Secrets
ფოტოგრაფი: Mali Azima