in

უცხოური ონლაინ მაღაზიები, საიდანაც ორიგინალური სახლის ნივთებისა და დეკორის გამოწერას შეძლებთ

ინტერნეტმა რევოლუცია მოახდინა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. უამრავი უპირატესობის გამო დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეიძინოს სასურველი ნივთები. 

გქონიათ შემთხვევა, როდესაც სახლისთვის რომელიმე აქსესუარს ეძებთ, მაგრამ მაღაზიაში ვერ პოულობთ? ჩვენ ჩამოგითვლით მაღაზიებს, საიდანაც სხვადასხვა ნივთის გამოწერას შეძლებთ. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ვებ გვერდს საქართველოში ტრანსპორტირების მომსახურება არ აქვს, შეგიძლიათ სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით, ამერიკის ან გერმანიის მისამართებით ისარგებლოთ. დარეგისტრირებისას გექნებათ თქვენი მისამართი ამერიკაში ან ევროპაში, რომელსაც მიუთითებთ შერჩეულ ვებ გვერდზე. ხოლო ამის შემდეგ საქართველოში ტრანსპორტირებას ქართული სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით შეძლებთ.

  1. www.articture.com

საიტზე ყველა არსებული ნივთი შექმნილია რწმენით, რომ სახლში ყველაფერი დასამახსოვრებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე სტუმრებისათვის. განათებები, ლამაზი ხალიჩები, ჭურჭელი, ნამუშევრები – კედლების გასაფორმებლად სხვადასხვა გამორჩეულად ლამაზი აქსესუარის შეძენას ონლაინ შეძლებთ. აღნიშნული ვებ გვერდიდან გამოწერა პირდაპირ საქართველოშია შესაძლებელი. 

 

 

2. www.worldmarket.com

ეს არის საიტი, რომლის იდეა 1958 წლიდან იწყება. სან ფრანცისკოს ერთ-ერთი მცხოვრები საკუთარი სახლისთვის სხვადასხვა ნივთების ყიდვისას მოგზაური გახდა და სხვადასხვა წერტილიდან საინტერესო ნამუშევრები შეიძინა. დღეს კი აგრძელებს მსოფლიოში ხელნაკეთი საქონლის ძიებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც სურს სახლი გამორჩეული გახადოს. ამ ვებ გვერდიდან გამოწერა ამერიკის მისამართზეა შესაძლებელი.

3.www.ecovibestyle.com

აღნიშნული საიტი ეკომეგობრულია და მისი გაყიდვების 1% გარემოს დაცვას ხმარდება. ვებ გვერდზე შეგვიძლია შევიძინოთ ნივთები, რომლებიც ამერიკის ადგილობრივ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მზადდება. თუ მცენარეების მოყვარული ხართ,  აქ ბევრ საჭირო ნივთს აღმოჩენთ. აქსესუარებს, რომლებსაც დეკორაციული და ფუნქციური დანიშნულება აქვთ. 

 

4. www.allmodern.com

თანამედროვე ნივთების შეძენას საიტზე მარტივად და ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ. მისი ფუნქციები მართლაც გაგიმარტივებთ ძებნის პროცესს. სასურველი სტილის და ოთახის არჩევის შესაძლებლობით დროსაც დაზოგავთ. ნივთების შეძენა აღნიშნული ვებ გვერდიდან ამერიკულ მისამართზეა შესაძლებელი. 

5. www.uncommongoods.com

შინაარსი ზუსტად შეესაბამება სახელწოდებას. საიტზე აღმოაჩენთ ბევრ უჩვეულო ნივთს თქვენი სახლისთვის, იქნება ეს ჭურჭელი, აქსესუარები, განათებები თუ უბრალოდ უჩვეულო ნივთები, რომლებიც თქვენი გამორჩეული აქსესუარები გახდება. საიტიდან შეძენას ამერიკის მისამართზე შეძლებთ. 

 

6. www.ikea.de

იკეას ბრენდს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ბრენდს ბიუჯეტური დეკორაციული ნივთების ფართო არჩევანი აქვს. საათები, ტექსტილი, ლარნაკები, ჭურჭელი, შემრევები.  სხვადასხვა სასურველი ნივთის გამოწერას გერმანული მისამართის დახმარებით შეძლებთ.

 

7. h&m

H&M-ის ბრენდს სახლის განყოფილებაც აქვს, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ტრენდული დეკორაციული ნივთების აღმოსაჩენად. ამ ბიუჯეტური და გემოვნებიანი ნივთების შეძენას გერმანული მისამართის დახმარებით შეძლებთ.

 Tofino Beach House – Olson Kundig-ის მიერ შექმნილი მომაჯადოვებელი ინტერიერი

მადაგასკარში სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებული შენობა აიგება