in

 Tofino Beach House – Olson Kundig-ის მიერ შექმნილი მომაჯადოვებელი ინტერიერი

Banner M2
Banner M2

 

ტოფინოში, კანადაში მდებარე ამ სანაპირო სახლის ფართობი 232 კვადრატული მეტრს შეადგენს და მდებარეობს დამატყვევებელ ლოკაციაზე – ოკეანესა და კანადურ ტყეს შორის. სახლი ძირითადად ერთი დიდი ოთახისგან შედგება, რომელიც სამხრეთ მხრიდან ოკეანეს გადაჰყურებს და სინათლით ივსება, მეორე მხრიდან კი ჩაკეტილი და დაცულია.

photo of Tofino Beach House

photo of Tofino Beach House

photo of Tofino Beach House

photo of Tofino Beach House

საცხოვრებელი სივრცე მინის კედლებითაა გარშემორტყმული, რომელთა საშუალებით ტყისა და ოკეანის პანორამული ხედით ტკბობაა შესაძლებელი. სივრცის თითოეულ ბოლოში გვხვდება ბუხარი, რომლებიც ერთგვარ „ღუზას“ წარმოადგენს სახლისთვის და მას შინაურულ, მყუდრო ატმოსფეროს მატებს.

photo of Tofino Beach House

photo of Tofino Beach House

photo of Tofino Beach House

სახლის ექსტერიერში ნახევრად გადმოწეულ, შემინულ საფუძველს ვხედავთ, სადაც მეპატრონეები გვიმრებსა და სანაპიროს მცენარეებს ახარებენ. ამ დეტალში საინტერესო და უნიკალური ისაა, რომ მინიატურული ბაღი მიწისქვეშაც გრძელდება და სახლის მთავარი ოთახის პერიმეტრზე იატაკის ფუნქციას ასრულებს – მას მინის საფარველი ფარავს და შედეგად პროექტში საუცხოო ინტერიერი იქმნება.

photo of Tofino Beach House

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

 

ინტერიერი თბილი, ბუნებრივი ფერთა ტონალობებითაა გაჟღენთილი, რაც ეხმიანება კანადურ, ტოფინოს სანაპირო ტყის შეფერილობას. ინტერიერში ასევე გვხვდება მფლობელის პირადი თანამედროვე ხელოვნების კოლექციაში შემავალი ნიმუშები. ინტერიერის დიზაინერებმა სწორედ მფლობელის ამ გატაცების მიხედვით შექმნეს ბუხრის მასიური კედლები – მართლაც, აქ გამოფენილია სემ ფრენსისა (Sam Francis) და დიეგო სინგჰის (Diego Singh) ნახატები. რაც შეეხება ავეჯს, აქ შევხვდებით ჯიმ ოლსონის, პროექტის ინტერიერის დიზაინის ავტორის,  მიერ დაკვეთით შესრულებულ, უნიკალურ ავეჯს, მათ შორის ბუხარში ჩაშენებულ კაკლის ხის სავარძელს.

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Tofino Beach House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Tofino Beach House / Olson Kundig,Plan

Tofino Beach House / Olson Kundig,Exploded axonometric

 

ფოტოგრაფი: Nic Lehoux

Khmaladze Architects “Architizer”-ის A+Awards-ის რჩეულ 139 კომპანიას შორის მოხვდა

უცხოური ონლაინ მაღაზიები, საიდანაც ორიგინალური სახლის ნივთებისა და დეკორის გამოწერას შეძლებთ