in ,

Khmaladze Architects “Architizer”-ის A+Awards-ის რჩეულ 139 კომპანიას შორის მოხვდა

Alliance Group
Alliance Group

ქართული არქიტექტურული სტუდია “Khmaladze Architects” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არქიტექტურული გამოცემის, “Architizer”-ის ყოველწლიური დაჯილდოების, A+ Awards-ის 139 კომპანიას შორის მოხვდა, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან შესრულებული უნიკალური  პროექტებით.

“ქართულმა კომპანია “Khmaladze Architects”-მა  უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა და აღიარება მოიპოვა მრავალი პრიზის მოპოვების, განსხვავებული კატეგორიების პროექტებისა და არქიტექტურული ტიპოლოგიის შექმნის წყალობით. კომპანიას ეკუთვნის “მეამას” ყავის კომპანიის პროექტი, რომელიც წინა წლის A+Awards-ის სამი განსხვავებული კატეგორიის ხუთი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. პროექტმა მოიპოვა ხალხისა და ჟიურის ფავორიტის პრიზი ცემენტის არქიტექტურისა და ფართო სამუშაო ოფისის ინტერიერის დიზაინის კატეგორიებში და ამასთან ერთად, ხმათა რაოდენობით გაიმარჯვა დაბალი საოფისე შენობის ნომინაციაში. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ 2021 წელს კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ხმალაძისა და მისი გუნდისგან,”- წერს Architizer.

A+Awards მსოფლიო არქიტექტურულ წრეებში მნიშვნელოვანი დაჯილდოების ცერემონიალია, რომელსაც Architizer ყოველწლიურად ატარებს და პრიზებს რამდენიმე კატეგორიაში გასცემს. 2021 წელს რიგით მეცხრე A+Awards ჩატარდება.

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი, Nakanimamasakhlisi Photo Lab

არქიტექტურული სტუდია LAP Landscape & Urban Design თბილისის იპოდრომის განახლებულ პროექტს ავრცელებს

 Tofino Beach House – Olson Kundig-ის მიერ შექმნილი მომაჯადოვებელი ინტერიერი