in

Khmaladze Architects-ის “Meama Collect – Beach” A+Awards 2022-ის გამარჯვებულია

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ Khmaladze Architects-ის პროექტი Meama Collect – Beach Architizer-ის A+Awards 2022-ზე Pop-ups & Temporary კატეგორიაში როგორც ჟიურის, ასევე პოპულარული არჩევანის გამარჯვებული გახდა.

Meama Collect Beach ბარები არის ბათუმის ზღვის სანაპიროსთვის განკუთვნილი დროებითი სეზონური ინსტალაციები, რომლებიც როგორც ყავის, ასევე კოქტეილის ბრენდების საყრდენ პუნქტებს წარმოადგენს.

ღრუბლისმაგვარი, მსუბუქი, დინამიკური კონსტრუქციის მუდმივ ნიავთან ურთიერთქმედება თვალისმომჭრელი სანახაობაა. მთავარი მიზანი დროებითი კომპლექტის შექმნა იყო, რომელიც ადვილად დაიშლებოდა და აიწყობოდა. კონსტრუქციის ფართობი მთლიანობაში 100მ2-ს აღწევს. პლაჟის ატმოსფეროსთან შესაბამისობისთვის და გარეგნული სიმძიმის თავიდან ასაცილებლად, ჩარჩო ქსოვილის ქამრებით არის შემოსილი. ამ მსუბუქ ნიუანსურ ელემენტებზე რბილი ნიავიც კი ზემოქმედებს და შედეგად, ზღვის ტალღების განცდა იქმნება.

კონცეფცია ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული. მრგვალი ბარი, რომელიც სტრუქტურული ბირთვის ირგვლივ არის მოწყობილი, მომსახურებისთვის საჭირო ყველა საშუალებასა და სასაწყობე სივრცეს მოიცავს. ბარის ირგვლივ მდებარე სივრცე არის პლატფორმა, რომელიც სტუმრებს კომფორტულად მოთავსების საშუალებას აძლევს.

ღამით, როდესაც სანაპირო ბნელდება, განათების მქონე კონსტრუქცია ფარნის ფუნქციასაც ითავსებს, ხალხს იზიდავს და გარემოში რბილ შუქს ავრცელებს.

ეს ობიექტი მუდმივ მოძრაობაშია, რაც ზღვის სანაპიროს რიტმსა და თავშესაქცევ ატმოსფეროს იდეალურად ერწყმის.

ძილი, როგორც ღრუბლებში – ჯანსაღი გამოძინებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში: დადებითი და უარყოფითი მხარეები