in

მომხიბლავი ვინტაჟური სახლი შვედეთში

Banner M2
Banner M2

შვედეთში მდებარე ეს პატარა სახლი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მთელ სივრცეში შეხვდებით ორიგინალურ დეტალებს, როგორებიცაა შიშველი აგურის კედლები, ხის იატაკი და გამოკვეთილი ხის კოჭები. ვინტაჟურ ავეჯთან ერთად ეს ყველაფერი სივრცეში ძალიან მყუდრო და მომხიბვლელ ატმოსფეროს აყალიბებს. სახლი საკმაოდ ნათელია, რასაც ბუნებრივ განათებასთან ერთად, ინტერიერში გამოყენებული ფერთა პალიტრა განაპირობებს.

მისაღები ოთახი და სასადილო ზონა ერთ სივრცეშია მოქცეული. ამ ოთახის ერთი კედელი საინტერესო ნიმუშის მქონე შპალერით არის მოპირკეთებული, დანარჩენი კედლები თეთრია და მათზე ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ოთახში ასევე გვხვდება ხის თეთრი კიბე, რომლის საშუალებითაც ზედა სართულზე მოხვდებით. აქ საძინებელი და სახლის ოფისი ერთმანეთისგან გამოყოფილი ნახევარი კედლით, რომელიც პრინტებით არის გაფორმებული. ამ სივრცეში დახრილი ჭერი, აგურის კედელი, ხის იატაკი და ვინტაჟური ელემენტები განსაკუთრებით მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის.

ოთახშორისი კარი – მასალა, ზომები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ოფისის სამზარეულო და მოსასვენებელი ზონა ფერადი აქცენტებით – თორნიკე ჭიკაძისა და ნიკიტა ტიმოშენკოს ნამუშევარი