in

11 აუცილებელი ხელსაწყო, რომელიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს

ჩვენი სახლი ჩვენი ციხე-სიმაგრეა. ყველას სურს, რომ მისი კერა კომფორტული იყოს. თუმცა, მიუხედავად ჩვენი სურვილებისა, ზოგჯერ მცირე შეკეთებისა და შერემონტის აუცილებლობა დგება. ასეთი პატარა „გამოწვევების“ დასაძლევად ჩვენ იმ ხელსაწოების მინიმალურ ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომელიც ნებისმიერ ოჯახში უნდა ინახებოდეს.

1. ჩაქუჩი

უძველესი ინსტრუმენტი, რომლითაც ქვის ხანაშიც კი სარგებლობდნენ. თანამედროვე ლითონის ჩაქუჩი შეძლებს ლურსმნების ჩაჭედებას, ყულაბის გატეხვას, ფოლადისა და ლითონის ელემენტების გასწორებასა და მოღუნვას.

2. ფიგურული და პრტყელთავიანი სახრახნისი

დაგეხმარებათ რაიმე ნივთის ადგილზე მიმაგრებაში. სახრახნისით შესაძლებელია თავი ნამდვილ „ხელმარჯვე ოსტატად“ იგრძნოთ.

3. საკანცელარიო დანა

მუშაობაში მოხერხებული და უსაფრთხო, რომლითაც ადვილად შეძლებთ ქაღალდის, პლასტმასის, რეზინის გაჭრას და ფანქრის გათლასაც კი.

4. საზომი 

სახლში ყველაფრის გასაზომად ეს ნივთი დაგეხმარებათ. არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ რომ მისი ლენტი იყოს ფოლადის, ფიქსატორითა და კარგად გამოკვეთილი ციფრებით. სახლისთვის ოპტიმალურად 5 მეტრიანი სიგრძის საზომი ითვლება.

5. ბრტყელტუჩა

შეუცვლელი ინსტრუმენტი საზეინკლო და ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებისთვის. ასევე კარგია ძნელად მისადგომი სახრახნისების მოსაშვებად და მოსაჭერად (ქანჩების ალტერნატივა)

6. გასაშლელი ქანჩი

ის თქვენს ხელსაწყოებში სავარაუდოდ ყველაზე მაღალმოთხოვნადი იქნება. გასაშლელი ქანჩი თავისთავში ფაქტიურად 50 ქანჩს აერთიანებს. მას რეგულირებადი ზომა აქვს, რაც ძალიან მოხერხებულია.

7. მაკრატელი

უნივერსალური სამეურნეო ფოლადის მაკრატელი საიმედო დამხმარეა საყოფაცხოვრებო და სარემონტო ამოცანებისთვის (მაგ. შპალერის დასაჭრელად)

8. ლითონსაჭრელი ხელის ხერხი

დასახელების მიუხედავად, ის ბრწყინვალედ უმკლავდემა ისეთ მასალებს, როგორიცაა პლასტმასი და ხე. ხელის ხერხი ყველგან შეიძლება გამოიყენოთ სახლში, აგარაკზე, იქაც კი სადაც არ არის ელექტროენერგია. შეგიძლიათ მოჭრათ გაჭედილი ბოქლომი, დაამოკლოდ ველოსიპედის საჭე და ა.შ.

9. ექვსკუთხა ქანჩების კომპლექტი

შეუცვლელი ინსტრუმენტი ავტომობილისა და სახლისთვის ექვსკუთხა ქანჩების კომპლექტია. მისი საშუალებით ადვილად დაშლით და ააწყობთ სხვადასხვა ზომის სამაგრ ელემენტებს. უმჯობესია ისინი კომპლექტის სახით შეიძინოთ.

10. თარაზო

თარაზო გამოიყენება დახრის კუთხის აღმოსაჩენად და მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თუ რამდენად სწორად არის განთავსებული ნებისმიერი ზედაპირი.

11. აკუმულატორის დრელი-სახრახნისი

ამ ნივთის ქონა აუცილებელია ნებისმიერ სახლში. მისი გამოყენება შესაძლებელია კედელში ნახვრეტის გასაკეთებლად, სახრახნების ჩასახრახნად. არჩევის დროს გაითვალისწინეთ მისი სიმძლავრე. სახლის პირობებისთვის 12 ვოლტი სიმძალვრის დრელი-სახრახნისი სავსებით საკმარისია, თუმცა თუ სიმძიმე არ შეგაწუხებთ, 18 ვოლტიანის შეძენა ჯობია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ დრელს ჰქონდეს რევერსული ფუნქციაც (ანუ მოძრაობდეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ) .

როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯი – 9 მნიშვნელოვანი რჩევა

“ჯაპანდის” სტილის 7 გამორჩეული ინტერიერი