in

პატარა ლოფტი შავ-თეთრი ფერთა გამით

Banner M2
Banner M2

ეს შვედური ლოფტის ინტერიერის პროექტი, რომელიც 41 კვ.მ ფართობზეა განთავსებული, გამოირჩევა შავ-თეთრი ფერების სქემით, მაღალი ჭერითა და ღია გეგმარებით, რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს ხდის. ბინაში დიდი ფანჯრებია, რომლებიც ინტერიერს ბუნებრივი შუქით ავსებს.

დიზაინერებმა პროექტში გამოიყენეს ინდუსტრიულ სტილში შესრულებული მინის ტიხრები, რათა საერთო მისაღები ოთახისა და სამზარეულოს სივრცისგან გამოყოფილი ყფილიყო პატარა ოფისი და ანტრესოლი, რომელიც საძინებლად გამოიყენება. ინტერიერში ასევე გამოყენებულია ვინტაჟური ხის დეტალები, რაც მკაცრ დიზაინს სითბოსა და ხასიათს მატებს.

ეს პროექტი შთაგონებულია სკანდინავიური სტილით, რომელსაც ახასიათებს მინიმალიზმი, ფუნქციურობა და ბუნებრივი მასალების გამოყენება. მიუხედავად მცირე ფართობისა, ინტერიერში ეფექტურადაა ათვისებული სივრცე და იქმნება კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

60-იანების სტილში შესრულებული ბინა ვორონცოვის მოედანზე – ქეთა დონაძის ნამუშევარი

თბილისი იზრდება! პირველი თვითმყოფადი უბანი – „თბილისის აკრები“ კამპანიას იწყებს