in

მისაღები ოთახის ავეჯი, რომელსაც განსაკუთრებულ ფასად შეიძენ — შავი პარასკევი ICR Home-ში

ყოველდღიური ცხოვრების მთავარი სცენა – მისაღები ოთახი – ყველაზე მეტად გამოხატავს ოჯახის ხასიათსა და ინდივიდუალურ სტილს. ზოგისთვის ის კომფორტისა და სიმყუდროვის სივრცეა, ზოგისთვის – ელეგანტური გარემო სტუმრებისთვის, ზოგისთვის კი თანამედროვე დიზაინის ექსპერიმენტების ადგილი. თუმცა ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ICR Home-ის შავი პარასკევის შეთავაზებები ნამდვილად არ არის გამოსატოვებელი.

ICR Home გთავაზობთ ავეჯს ყველა ტიპის გემოვნებისთვის — თანამედროვე, კლასიკურ, მინიმალისტურ თუ სკანდინავიურ სტილში. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი ბრენდისა თუ დიზაინის ავეჯს 30% ფასდაკლებით შეიძენთ როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ, რომ იშოპინგოთ სახლიდან გაუსვლელად. ამას გარდა, სრულ კოლექციაზე არსებულ ფასდაკლებასთან ერთად, ICR Homeში აღმოაჩენთ “Black Price” კატეგორიის ნივთებს, რომლებზეც განსაკუთრებული ფასდაკლება დაგხვდებათ.

მაგალითად, თუ თქვენ ინდივიდუალური სტილი და ურბანული ესთეტიკა გიზიდავთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ Laboratory My Home-ის დივანს. მუქი შოკოლადისფერი ტყავი, მკვეთრი კონტურები და ღრმა ბალიშის პროპორციები გამოხატავს ინდუსტრიული სტილის ხასიათს — მასში იგრძნობა როგორც სიძველის შთაბეჭდილება, ისე თანამედროვე მინიმალიზმის სისუფთავე. ასეთი დივანი იდეალურად ერწყმის ღია ბეტონის კედლებს, მეტალის დეტალებსა და ხის უხეშ ზედაპირებს, სადაც მასალების სიმკვეთრე და სიმარტივე ქმნის ენერგიულ კონტრასტს. ეს არის ავეჯი, რომელიც მისაღებში მთავარი აქცენტი ხდება — ისევე როგორც ფასდაკლება, რომელზეც ნამდვილად არ დაობენ.

მინიმალისტური ინტერიერის მოყვარულებს მოეწონებათ ხის ყავის მაგიდა დახვეწილი ფორმითა და გამორჩეული ხარისხით. მისი საინტერესო დიზაინი და მარტივი სტილი თანამედროვე მისაღებში მსუბუქ ვიზუალს ქმნის და ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად ერგება.

განსაკუთრებით ეფექტურია ტელევიზორის სადგამი — ავეჯი, რომელიც თავისი მინიმალისტური ფორმითა და ბუნებრივი ხის ფაქტურით ქმნის მსუბუქ და ჰარმონიულ განწყობას. დიზაინი მარტივად ერწყმის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერებს. ასეთი ნივთები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მარტივი ფორმებიც შეიძლება იქცეს სივრცის მთავარ აქცენტად.

მისაღები ოთახი ხშირად სასადილო ოთახის ფუნქიასაც ითავსებს და სტუმრების თავშეყრის ეპიცენტრია. შესაბამისად, მაგიდისა და სკამების სწორად შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია – გასაშლელი თუ კომპაქტური? მასიური თუ მსუბუქი? მრგვალი თუ მართკუთხა? ხის თუ ქვის? – აქ ნებისმიერი მომხმარებელი შეარჩევს საკუთარი გემოვნების შესაბამის ავეჯს.

თუ ინტერიერში ელეგანტურობისა და დახვეწილი დეტალების შენარჩუნება გსურთ, გამორჩეული არჩევანია KARE-ს კონსოლი — ავეჯი, რომელიც კლასიკურ სტილს თანამედროვე შტრიხებით გარდაქმნის. მისი გეომეტრიული ფორმები და საინტერესო ტექსტურა ინტერიერს მატებს სიმყუდროვესა და დახვეწილობას. კონსოლი შესანიშნავად აერთიანებს ფუნქციურობასა და დეკორატიულ ელემენტს და აჩვენებს, რომ თანამედროვე სივრცეშიც შესაძლებელია კლასიკური ფორმების გაცოცხლება.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის KARE-ს დესაო — ავეჯი, რომელიც აერთიანებს გეომეტრიულ სიზუსტესა და დეკორატიულ ელეგანტურობას. მეტალის ამრეკლი ზედაპირი ქმნის ძლიერ ვიზუალურ კონტრასტს, რაც ამ ნივთს ოთახში ცენტრალურ ელემენტად აქცევს. მისი ხაზები მკაფიოა, მაგრამ არა აგრესიული — ფორმა რჩება დახვეწილი, ხოლო მასალა – ბუნებრივად ტექსტურირებული. სწორედ ამ ბალანსში იგრძნობა KARE-ს ხელწერა, რომელიც ყოველთვის ერთდროულად თამაშობს ფორმით, მასალით და შუქის რეფლექსიებით.

და ბოლოს, როგორც ნებისმიერი ინტერიერისთვის, ისე მისაღები ოთახისთვისაც უმნიშვნელოვანესია განათება, დეკორი და ტექსტილი — სწორედ ეს ელემენტები ქმნის საბოლოო ატმოსფეროს და ხაზს უსვამს ავეჯის ხასიათს. სანათი, ხალიჩა, ბალიში თუ დეკორატიული ნივთი – ეს ის დეტალებია, რომლებიც სივრცეს ემოციით ავსებს და მას ინდივიდუალურ იერს აძლევს. ამ მიმართულებით გამორჩეულია როგორც KARE, ისე Laboratory My Home — ორივე ბრენდის კოლექციებში გამორჩეული სტილისა და ხასიათის ნივთების ფართო არჩევანი გვხვდება.

შავი პარასკევი ICR Home-ში გვახსენებს, რომ ინტერიერის მოწყობა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის — ეს არის არჩევანი ცხოვრების წესზე, ფასეულობებსა და კომფორტზე. სხვადასხვა სტილი, რომელსაც მისაღები ოთახი შეიძლება მოიცავდეს, ასახავს მომხმარებლების განსხვავებულ ხედვებს, მაგრამ საბოლოოდ, ყველას აერთიანებს ერთი მიზანი — ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ყოველდღიურობას მნიშვნელობას სძენს. და რაც მთავარია, არჩევანი გემოვნებაზეა დამოკიდებული, ყველა გემოვნების ავეჯს კი ICR Home-ში იპოვი, ფასდაკლებით რომელზეც არ დაობენ.

[R]

ქაოსში დაჭერილი წესრიგი – სტუმრად მაკა კვიციანის სახლში

უძრავი ქონების შეძენა მარტივად და სწრაფად