გათბობის სისტემის შეძენისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ სწორი ტიპის რადიატორის შერჩევაა. ორი ყველაზე პოპულარული და ამავდროულად, მუდამ ერთმანეთთან მიმართებით განხილვადი ვარიანტი პანელური და სექციური რადიატორებია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება, მათ შორის მცირედი განსხვავებები მაინც არსებობს, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას ისიც, რომ დაკისრებულ მოვალეობას, ხარიხსიანი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ორივე მათგანი იდეალურად ასრულებს.
თუმცა, ვინაიდან წინა საახალწლოდ რემონტების დასრულებისა და ახალ საცხოვრებელში გადასვლის საკმაოდ სიმბოლური პერიოდია, დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ამ ბლოგში ორივე ტიპის რადიატორს განვიხილავთ, რათა მაქსიმალურად გააზრებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ:
სექციური რადიატორები
სექციური რადიატორი რამდენიმე ცალკეული, თუმცა შემდეგ ერთმანეთთან დაკავშირებული ვერტიკალური სექციისაგან შედგება. თითოეული სექცია თვითმყოფადი ერთეულია და ფუნქციონირებს, როგორც გამათბობელი ელემენტი. სექციურ რადიატორებს, სხვა ტიპის რადიატორებისაგან, მათ შორის, ქვემოთ განხილული პანელური რადიატორებისაგან, პირველ რიგში, განასხვევებს ის, რომ ამ ტიპის რადიატორის ზუსტი ზომის განსაზღვრა თავად შეგიძლიათ, რასაც შესაძლებელს ხდის სექციური რადიატორების მოდულარობა, კერძოდ, სექციების დამატება ან ამოკლება თქვენი სურვილისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა ფართობის გათბობა გჭირდებათ.
როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია ალუმინისაგან დამზადებული სექციური რადიატორები. ამ მასალის გამოყენებით, გარდა იმისა, რომ რადიატორი თავის დანიშნულებას მაღალი ხარისხით ასრულებს (სწრაფად ათბობს სივრცეს და ეფექტურად ანაწილებს სითბოს), ამასთანავე ინტერიერში ვიზუალურადაც მომხიბვლავ შედეგს ვიღებთ.
სექციური რადიატორების სარგებელი
- დიზაინი: სექციური რადიატორები სხვადასხვა დიზაინის არჩევის შესაძლებლობას გვაძლევს, მათ შორის, გვხვდება როგორც თანამედროვე და მინიმალისტური, ასევე კლასიკური ვიზუალის მქონე მოდელებიც.
- ზომა: სურვილისამებრ რეგულირებადი ზომა (სექციების ამოკლებისა და ჩამატების შესაძლებლობა) სექციურ რადიატორს ძალიან მოსახერხებელს ხდის. რაც მთავარია, ამ ტიპის რადიატორები ხელმისაწვდომია როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური განლაგებითაც.
- გამძლეობა: იმის გათვალისწინებით, რომ განხილული სექციური რადიატორები ალუმინისაგან მზადდება, ეს ფაქტი, მას ძალიან გამძლესა და მდგრადს ხდის კოროზიის მიმართ, ვინაიდან ალუმინი უბრალოდ არ იჟანგება.
პანელური რადიატორები
პანელური რადიატორები (ასევე ცნობილი, როგორც ფოლადის პანელური რადიატორები) ბრტყელი, მართკუთხა დანაყოფებისაგან შედგება, რომელთაც გარედან ერთიანი სახე აქვთ, ხოლო შიდა მხარეს ერთი, ორი ან სამი შიდა პანელი.
პანელური რადიატორის გამოყენებისას, სივრცის, დაახლოებით 65% კონვექციური სითბოს (convention heat) და 35% გამოსხივებული სითბოს (radiant heat) ნაზავის წყალობით თბება. გამოსხივებითი სითბო მიიღება პანელის ზედაპირის გათბობით, ხოლო კონვექციური რადიატორის შიდა ნაწილში ჩაშენებული ფრთების მეშვეობით, საიდანაც გამთბარი ჰაერი ზემოთ მიედინება.
ამის გათვალისწინებით, სივრცე თანაბრად და სწრაფად თბება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამორთვის შემთხვევაშიც, პანელური რადიატორი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს.
პანელური რადიატორების სარგებელი
- დიზაინი: როგორც წესი, პანელურ რადიატორს კლასიკური დიზაინი აქვს. ამის წყალობით, მისი ინტეგრირება მარტივია ერთამნეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სტილის ინტერიერში. უმეტესად, პანელური რადიატორები ჰორიზონტალურად გადაწყვეტილ დიზაინს ატარებს, თუმცა სპციალური შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ვერტიკალური დიზაინის მიღებაც.
- ბიუჯეტურობა: როგორც წესი, პანელური რადიატორები ფოლადიასაგან იწყობა, რაც მის ფასზე დადებითად აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით სხვა ტიპის რადიატორებს არ ჩამოუვარდება.
- ზომების მრავალფეროვნება: მიუხედავად იმისა, რომ პანელურ რადიატორებს ზომის კუთხით, სექციური რადიატორებივით მოქნილი სისტემა არ ახასიათებს, მათი შეძენა მაინც შესაძლებელია სხვადასხვა ზომითი კატეგორიის მიხედვით, რაც მათ თანაბრად პოპულარულს ხდის როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის სივრცეებში განსათავსებლად.
- საიმედოობა: იმის გათვალისწინებით, თუ რა ტექნოლოგიით მზადდება პანელური რადიატორი, მისი ერთიანი, დახურული კონსტრუქცია უზრუნველყოფს იმას, რომ რადიატორიდან გაჟონვის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
საქართველოში, პანელურ რადიატორს, ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასთან ერთად, პოპულარულს ხდის ისიც, რომ მსგავსი ტიპის რადიატორები, როგორც წესი, თავსებადია როგორც ჩვეულებრივ გათბობის ქვაბებთან, ასევე კონდენსაციურ ქვაბებთანაც.
სად შევიძინოთ გათბობის რადიატორები საქართველოში?
როგორც ხედავთ, გათბობის რადიატორები, პანელურიცა და სექციურიც, ერთმანეთისგან რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით განსხვავდება, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას, ორივე იდეალურად ასრულებს.
საბოლოოდ, ამ ორი ტიპის რადიატორს შორის რომელზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი, მნიშვნელოვანია შეიძინოთ მხოლოდ ხარისხიანი და სანდო მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბაზარზე კომპანია ცელსიუსი გთავაზობთ.
ცელსიუსის შოურუმში შეხვდებით ისეთი ცნობილი და პოპულარული ბრენდების ნაწარმს თურქეთიდან და იტალიიდან, როგორიცაა Global, Warmhaus, Demir Dokum და სხვა. რაც მთავარია, სექციური და პანელური გათბობის რადიატორების შეძენისას, ცელსიუსში კონკურენტული ფასი და პირობები დაგხვდებათ.
[R]





