in

როგორ ვაქციოთ გასაქირავებელი აპარტამენტი ყველაზე მოთხნოვნად და დასამახსოვრებელ სივრცედ?

დეტალები, რომლებიც სტუმრის გამოცდილებას განსაზღვრავს

მოკლევადიანი გაქირავების ბაზარი საქართველოში სწრაფად ვითარდება და კონკურენციაც სულ უფრო იზრდება. ასეთ გარემოში მხოლოდ კარგი ლოკაცია ან თანამედროვე ინტერიერი ხშირად აღარ არის საკმარისი, სტუმრის სრულფასოვანი გამოცდილება გადამწყვეტ ფაქტორად იქცა.

ბაზარზე არსებული მოთხოვნების საპასუხოდ, „არომაკომ“ ახალი სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბება დაიწყო. კომპანია „Wehost“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდა, რაც რამდენიმე საცხოვრებელი აპარტამენტის პროფესიულ არომატიზაციას გულისხმობდა. აღნიშნული კოლაბორაცია მიზნად ისახავს ბინების გაქირავების სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის ემოციურად დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას.
არომა მარკეტინგი სივრცეში ქმნის სურნელოვან ატმოსფეროს, რომელიც ადამიანების ემოციურ ფონს შეუმჩნევლად ქმნის და გარემოს აღქმაზე დადებით გავლენას ახდენს. სწორად შერჩეული სურნელი ხელს უწყობს კომფორტის განცდას, ქმნის პოზიტიურ განწყობას და სივრცეს სტუმრისთვის უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

“ბრენდმა „არომაკომ“ ზუსტად განსაზღვრა ბაზარზე არსებული ნიშა და ის სპეციფიკური საჭიროებები, რომლებიც გასაქირავებელი აპარტამენტების მფლობელებს აქვთ. კომპანიის პროფესიული მომსახურება ორიენტირებულია უძრავი ქონების მართვის პროცესში დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ჩვენი სერვისი ეხმარება მფლობელებს, აამაღლონ მომსახურების ხარისხი და შექმნან დაუვიწყარი პირველი შთაბეჭდილება, რაც პირდაპირ აისახება სტუმრების კმაყოფილებასა და ბიზნესის წარმატებაზე,” – ანა ჭიპაშვილი, არომაკოს მარკეტინგის ხელმძღვანელი

ანა ჭიპაშვილი

“Wehost-ი ბინების მენეჯმენტის სრულ ციკლს მართავს ფასწარმოქმნიდან სტუმრებთან კომუნიკაციამდე. ჩვენ ვზრუნავთ ყველა დეტალზე, რომ მინიმალური ჩართულობით მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ ბინის მეპატრონეებმა, სტუმრებს კი დახვდეთ საუკეთესო გარემო ნებისმიერ აპარტამენტში.

სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მიღმა, ამ ბიზნესში დამატებითი დეტალებია მნიშვნელოვანი, რომლებიც სივრცეში სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა აპარტამენტში შესვლისთანავე იგრძნოს სიმშვიდე და მყუდრო გარემო. სწორედ ამიტომ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ ხელშემწყობ ფაქტორს, როგორიცაა სასიამოვნო სურნელი სივრცეში.

საბოლოოდ, სწორედ ასეთი დეტალები განაპირობებს სტუმრის გამოცდილებას და ხშირად, პირდაპირ აისახება აპარტამენტის შეფასებასა და რეკომენდაციებზეც,” – მარიამ ჯიქია – Wehost-ის ჰაუსქიფინგ მენეჯერი

მარიამ ჯიქია

როგორ დაიწყო Wehost-ისა და Aromaco-ს თანამშრომლობა?
ანა ჭიპაშვილი:
Wehost-თან თანამშრომლობისას ჩვენი მიზანი იყო, თითოეული აპარტამენტისთვის შეგვერჩია ისეთი არომატი, რომელიც სივრცის სტილსა და დანიშნულებას ბუნებრივად მოერგებოდა.

არომატების შერჩევისას, ვაქცევთ ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, მათ შორის: ინტერიერის სტილს, სივრცის ზომას, სინათლესა და იმ ემოციურ გარემოს, რომელიც უნდა შეიქმნას სტუმრისთვის.

მაგალითად, თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერში ხშირად გამოიყენება უფრო მსუბუქი ნოტები, რომლებიც სიმშვიდისა და კომფორტის განცდას ქმნის.
ასეთი არომატები სტუმარს ეხმარება, სწრაფად განიტვირთოს და თავი სასიამოვნოდ იგრძნოს ამ გარემოში.

სტუმარმასპინძლობის სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი არომატები, რომლებიც ხელს უწყობს სიმშვიდის, შინ ყოფნის კომფორტის, რელაქსისა და დასვენების განცდის შექმნას. ეს გავლენას ახდენს როგორც სტუმრის განწყობაზე, ისე მისი ძილის ხარისხზეც.

მაგალითად, ლავანდის ნოტებით არომატიზაცია გამოირჩევა თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც ხელს უწყობს მოდუნებასა და სტრესის შემცირებას. ხშირად გამოიყენება ასევე სანდლის ხე, რომელიც სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას მატებს, ხოლო თეთრი მუშკი და ციტრუსის მსუბუქი ნოტები სისუფთავისა და ჰაეროვნების განცდას ქმნის.

ასეთი ინგრედიენტების კომბინაცია ინდივიდუალურად შეირჩევა სივრცის ტიპის, ინტერიერისა და იმ ატმოსფეროს მიხედვით, რომელიც კონკრეტულ აპარტამენტში უნდა შეიქმნას.

რა გავლენა აქვს სურნელს სტუმრის გამოცდილებაზე?

ანა ჭიპაშვილი:
სურნელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციური მეხსიერების მატარებელია. ხშირად, სწორედ სურნელია ის დეტალი, რომელიც სივრცეში შესვლისთანავე გვამახსოვრდება და წლების შემდეგაც კი კონკრეტულ ადგილთან ასოცირდება.

როდესაც სტუმარი აპარტამენტში შედის, პირველივე წამებში აღიქვამს, თუ როგორი აურაა, რამდენად სუფთა, მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო. სწორად შერჩეული არომატი ამ შეგრძნებას უფრო მეტად აღვიძებს და სივრცეს ჰარმონიულს ხდის.

სწორედ ამიტომ, არომა მარკეტინგი სტუმარმასპინძლობის სფეროში მხოლოდ დამატებითი დეტალი არ არის. ის მთავარი ატრიბუტია, რომელიც სტუმრის ემოციებზე, სივრცის აღქმასა და, საბოლოოდ, შეფასებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

[პარტნიორის კონტენტი]

ნეიროარქიტექტურა: სივრცე, ნერვული სისტემა და ინსტინქტები