შუშაბანდი ქართული საცხოვრებელი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია — ეს არის შუშით შემოფარგლული აივანი, რომელიც სახლსა და გარე გარემოს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის. ტრადიციულ თბილისურ სახლებში ის ხშირად ეზოსკენაა მიმართული და ერთდროულად ასრულებს როგორც ფუნქციურ, ისე სოციალურ როლს: აქ ხდება დასვენება, ყოველდღიური საქმიანობა, დაკვირვება გარემოზე. შუშაბანდი არა მხოლოდ სივრცითი გადაწყვეტაა, არამედ ცხოვრების სტილის ნაწილი — ნახევრად ინტიმური, ნახევრად ღია ზონა, რომელიც შიდა და გარე სამყაროს შორის ბალანსს ქმნის.
თანამედროვე ქართულ ინტერიერში შუშაბანდი სულ უფრო ხშირად განიცდის ახალ ინტერპრეტაციას — დიზაინერები ცდილობენ, შეინარჩუნონ მისი ისტორიული ხასიათი, მაგრამ მას თანამედროვე ფუნქცია და ესთეტიკა მიანიჭონ. ქვემოთ სამი ასეთი საინტერესო მაგალითია მოცემული.
ბინა ვერაზე
ამ პროექტში შუშაბანდი თითქმის ხელუხლებელი ისტორიული ფენების შენარჩუნების პრინციპითაა გააზრებული. კედლების ნახევრად მოშიშვლებული, ფერმკრთალი ცისფერი ზედაპირები, ძველი ხის ჩარჩოები და ბუნებრივი ტექსტურები ქმნის შეგრძნებას, რომ სივრცე დროის ნაკვალევს ატარებს. ინტერიერში დამატებული მინიმალისტური ავეჯი — მსუბუქი სკამები, მცენარეები, ტექსტილი — ძველ გარემოსთან კონტრასტში არ მოდის, არამედ ხაზს უსვამს მის ავთენტურობას. შედეგად, შუშაბანდი აქ გარდაიქმნება მშვიდ, თითქმის მედიტაციურ სივრცედ, სადაც მთავარი როლი სინათლესა და მასალების ტაქტილობას ეკუთვნის.

ამ შემთხვევაში შუშაბანდი უფრო თბილი და საცხოვრებლად აქტიური სივრცეა. აქ უკვე მკვეთრად იგრძნობა მასალის კონტრასტი — აგურის კედელი, ხის იატაკი და დიდი ვიტრაჟები ქმნის ინტერიერს, რომელიც ერთდროულად ქალაქურიცაა და ბუნებასთან ახლოც. მცენარეები, რბილი ავეჯი და ტექსტილები ამ სივრცეს ე.წ. “ლაუნჯის” ფუნქციას ანიჭებს — ადგილი, სადაც შეიძლება დასვენება, კითხვა ან სტუმრების მიღება. შუშაბანდი აქ აღარ არის მხოლოდ გამავალი დერეფანი, არამედ სრულფასოვანი საცხოვრებელი ზონა, რომელიც დღის სინათლით ივსება და სეზონური ცვლილებები ინტერიერში შემოაქვს.


“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2







