in

„კომფორტერი“ 8 წლისაა — საიუბილეო შეთავაზებები და ახალი მიმართულებები სახლის მოსაწყობად

„კომფორტერი“ 8 წლის იუბილეს გაფართოებული ასორტიმენტითა და მომხმარებლებისთვის მომზადებული შეთავაზებებით აღნიშნავს. დაბადების დღესთან დაკავშირებით, მთელი ოქტომბრის განმავლობაში ბრენდს სხვადასხვა სიახლე ექნება. პირველი შეთავაზება კი უკვე მოქმედია: 1-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ავეჯის ყველა კატეგორიის სრულ კოლექციაზე მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ბრენდისთვის მერვე წელი განვითარების ახალ ეტაპსაც უკავშირდება. წელს „კომფორტერმა“ პარტნიორი მწარმოებლების ჩამონათვალს ათამდე ახალი ქარხანა შემატა და ასორტიმენტი ახალი მიმართულებებით გააფართოვა — ტექსტილით, ჭურჭლით, პარკეტითა და სამზარეულოთი. ამ ცვლილებებით კომპანია თანდათან Home and Living კონცეფციისკენ მიდის და მომხმარებელს სახლის მოწყობისთვის უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„კომფორტერის“ ისტორია მეგობრების საერთო იდეით დაიწყო: შექმნილიყო ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი, რომელიც ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გააერთიანებდა. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლების თავდაპირველი გეგა დღემდე ცოცხლობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად ახალ-ახალ განზომილებას იძენს. ბრენდის ასორტიმენტი სხვადასხვა გემოვნებას აერთიანებს და მოიცავს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ინტერიერისთვის განკუთვნილ ნივთებს.

დღეს ამ ისტორიას ახალი კატეგორიები ემატება. ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტექსტილი, ჭურჭელი, პარკეტი და სამზარეულო სახლის მოწყობის სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს და „კომფორტერის“ შეთავაზებას უფრო სრულყოფილს ხდის. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეარჩიოს ინტერიერის სხვადასხვა ელემენტი და ერთმანეთთან შეათანხმოს მასალები, ფერები თუ ფაქტურები.

Home and Living კონცეფციისკენ სვლა სწორედ ამ ხედვას გამოხატავს — ბრენდის განვითარებას სახლისა და ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებების გარშემო. ახალი მწარმოებლებისა და მიმართულებების დამატება „კომფორტერს“ საშუალებას აძლევს, მომხმარებელს ინტერიერის მოწყობის პროცესში უფრო ფართო არჩევანი შესთავაზოს.

საიუბილეო თვე კი ამ სიახლეების გასაცნობად და სახლის განახლებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. 20 ოქტომბრის ჩათვლით ავეჯის სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა შეთავაზება მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება.

[R]

Homeis.ge-ს ყოველწლიური „შეკრება“ 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება