Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.
წლევანდელი „შეკრება“ მონაწილეებსა თუ მოსულ სტუმრებს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს – ღონისძიებას პირველად დაემატება Marketplace – სპეციალურად მოწყობილი სივრცე B2B შეხვედრებისთვის, რომელიც ღონისძიების ძირითადი პროგრამის პარალელურად იმოქმედებს და ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უძრავი ქონების სფეროში სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს და დაამყარონ მათთან საქმიანი ურთიერთობები.
ახალი სივრცის მთავარი მიზანია, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მათ პოტენციურ მომხმარებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები შექმნას. მარკეტფლეისში მონაწილე კომპანიებს და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ ცოდნა და გამოცდილება და განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ვინ დაგხვდებათ Homeis-ის Marketplace სივრცეში?
Marketplace-ის მონაწილეთა შორისაა კომპანია FlexSecure, რომელიც უსაფრთხოების, დაშვების კონტროლისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით ოპერირებს.
კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე სისტემების მიწოდებას, ინსტალაციასა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას, რაც დამკვეთს ობიექტის უსაფრთხოებისთვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ერთ სივრცეში მოწყობის შესაძლებლობას აძლევს.
FlexSecure პარტნიორებს სთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:
- უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პროექტირება და მონტაჟი
- დაშვების კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება და გამართვა;
- ობიექტების შემდგომ უწყვეტ ტექნიკური მომსახურება და მონიტორინგი.
Marketplace-ზე FlexSecure-ის გუნდი მზად არის ინდივიდუალური შეხვედრებისთვის. კომპანიის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დეტალურად განიხილონ მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების სპეციფიკა და საფუძველი ჩაუყარონ სამომავლო პარტნიორობას. FlexSecure-ში სჯერათ, რომ უსაფრთხოების, დაშვების მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო გადაწყვეტების ერთიან გუნდთან განხილვა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს ბევრად მოქნილსა და ეფექტურს ხდის.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე.
კორპორაციულად შესაძენის მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: sales@marketer.ge.






