in ,

„ბლოქსი ხეივანი“ – ახალი მასშტაბური პროექტი აღმაშენებლის ხეივანზე

თბილისის უძრავი ქონების ბაზარს ახალი, მასშტაბური პროექტი „ბლოქსი ხეივანი“ ემატება. პროექტი აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე იგეგმება.

პროექტის კონცეფცია აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ და სარეკრეაციო სივრცეებს და ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების კომფორტს განსაზღვრავს.

„ბლოქსი ხეივანი“ კომპანიის რიგით მე-11 მასშტაბური პროექტია, რომელიც BLOX-ის ათწლიანი გამოცდილების საფუძველზე იქმნება. დეველოპერული კომპანია BLOX საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2016 წლიდან საქმიანობს და მთელი ამ დროის განმავლობაში მისი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი, უსაფრთხო, მწვანე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

„ბლოქსი ხეივნის“ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მისი მასშტაბია. პროექტი 7 ბლოკისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული კონცეფცია და დატვირთვა აქვს. ახალ პროექტში:

  • 1 ბლოკი სრულად კომერციული საქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი.
  • 2 ბლოკი იქნება თაუერის ტიპის; 37-სართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელთან ერთად კომერციული ფართებიც განთავსდება;
  • დანარჩენი 4 ბლოკი კი სრულად საცხოვრებელ კომპლექსს დაეთმობა.

„ბლოქსი ხეივნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი მდებარეობაა; აღმაშენებლის ხეივანი, თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განვითარებადი ურბანული არეალი. პროექტის ადგილმდებარეობა აერთიანებს ქალაქთან სიახლოვის დინამიკას და მშვიდი, კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას. ამ ბალანსს კიდევ უფრო აძლიერებს პროექტის მასშტაბური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ურბანულ გარემოში დასვენებისა და ბუნებასთან სიახლოვისთვის განკუთვნილ სივრცეს ქმნის.

ტერიტორიაზე გათვალისწინებულია:

  • 6,288 კვ.მ-მდე სარეკრეაციო და მოსასვენებელი ზონა;
  • გამწვანებული გარემო შადრევნებით;
  • ველობილიკი;
  • საბავშვო გასართობი სივრცე;
  • სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა;
  • შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი პარკი;
  • თანამედროვე ლობი;
  • კომერციული სივრცეები;
  • დაცული და იზოლირებული ტერიტორია;
  • პარკინგი.

„ბლოქსი ხეივანს“ გააჩნია მდებარეობა, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს. პროექტი განთავსებულია სავაჭრო ცენტრებთან, კომერციულ ობიექტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებთან ახლოს.

„ბლოქსი ხეივნის“ ოფიციალური გაყიდვების დაწყებას წინ უსწრებს სპეციალური შეთავაზება მათთვის, ვისაც პროექტში ბინის შეძენა ადრეულ ეტაპზე სურს. მხოლოდ 31 ოქტომბერს, 11:00საათიდან, აღმაშენებლის ხეივანზე N105-ში, „ბლოქსი ხეივნის“ წინასწარი გაყიდვები იწყება.

მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ბინა განსაკუთრებულ ფასად და გახდნენ ახალი პროექტის პირველი მობინადრეები.

წინასწარი გაყიდვების ეტაპზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ასევე მოქნილი გადახდის პირობები, რაც ბინის შეძენის პროცესს სხვადასხვა საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით უფრო კომფორტულს ხდის.

„ბლოქსი ხეივნის“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მნიშვნელობას ანიჭებს ლოკაციას, არქიტექტურას, გარემოს, ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების ხარისხს. „ბლოქსი ხეივანს“ კონცეფცია საინტერესო შესაძლებლობას ქმნის როგორც მათთვის, ვინც საკუთარ საცხოვრებელს ეძებს, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც უძრავ ქონებას გრძელვადიანი საინვესტიციო პერსპექტივით განიხილავს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ დატოვონ განაცხადი მითითებულ ბმულზე და მიიღონ ინფორმაცია პროექტის, სპეციალური შეთავაზებისა და ფასების შესახებ.

[R]

Atlas Concorde-ის ახალი კოლექცია IPS-ში უკვე ხელმისაწვდომია