წყალს ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა მის ხარისხზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ, როცა პრობლემა ჩნდება – ონკანებზე თეთრი ნადები გროვდება, სასმელ წყალს არასასიამოვნო გემო აქვს ან ელექტროჩაიდანსა და ყავის აპარატს ხშირი გაწმენდა სჭირდება.
რა იწვევს ამ პრობლემებს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება, გვიხსნის Aqualine – კომპანია, რომელსაც წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით 20-წლიანი გამოცდილება აქვს საქართველოს ბაზარზე და შესაბამის სისტემებს როგორც კერძო, ისე კომერციული დანიშნულებისთვის გვთავაზობს.
როგორც “აკვალაინის” სპეციალისტებმა გვითხრეს, წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ტექნოლოგია გამოიყენება:
- მექანიკური ფილტრები წყალში არსებულ ქვიშის, ჟანგისა და სხვა მყარ ნაწილაკებს აკავებს, რაც წყლის პირველადი გაწმენდის მნიშვნელოვანი ეტაპია.
- წყლის დამარბილებლები ამცირებს წყლის სიხისტეს და ნადების წარმოქმნას, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაცვასა და მისი გამართული მუშაობის შენარჩუნებას განაპირობებს.
- უკუოსმოსის სისტემები სასმელ წყალს სრულყოფილად ფილტრავს, ამცირებს მასში გახსნილ მინარევებს და აშორებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. მინერალიზატორით აღჭურვილი მოდელები კი გაფილტრულ წყალს საჭირო მინერალებს ამატებს.
სისტემები განსხვავდება დანიშნულებითა და წარმადობით – ზოგი ბინისა და კერძო სახლის საჭიროებებზეა მორგებული, ზოგი სასტუმროებში, რესტორნებსა თუ საწარმოებში დიდი მოცულობის წყლის დასამუშავებლად გამოიყენება.
20 ნოემბრიდან კი Aqualine-ში Black Friday-ის კვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.
ინვესტიცია წყლის ტექნოლოგიებში. წლის საუკეთესო შეთავაზება – აკვალაინში Black Friday-ის კვირეულია!
შეთავაზებების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://blackfriday.aqualine.ge
[R]








