in

აბაზანის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები

ალბათ ყველას გვახსოვს 70-იან წლებში ჩასაწოლი აბაზანისა და ვარდისფერი ან მწვანე ფილების აბაზანაში აქტიური გამოყენება, შემდგომ ის თეთრმა ფერმა და სისადავემ ჩაანაცვლა. როგორც ამბობენ, მოდა ციკლურია და წელს ისევ აქტუალურია ჭარბი ფერების გამოყენება აბაზანის დიზაინში.

Tbc Insurance
Tbc Insurance

გთავაზობთ რამდენიმე ტენდენციას, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები აქტიურად იყენებენ:

დასადგამი აბაზანა

ჩასაწოლი აბაზანის ფუნქცია აქტიურად ჩაანაცვლა დუშის სისტემამ, მაგრამ ბოლო პერიოდის ინტერიერის დიზაინებში ვხვდებით დიდ, თავისუფლად მდგომ აბაზანებს, რომელსაც იაპონურ აბაზანებსაც უწოდებენ.

“ეს ცოტათი მაინც გვიქმნის სპას გამოცდილებას სახლში, რაც ყველას მოსწონს. ადამიანებს ასევე მოსწონთ თუ როგორ გამოიყურება ის ინტერიერში. დღეს არსებობს უამრავი ფორმა და მასალა რითაც დასადგამი აბაზანები მზადდება” – ამბობს დიზაინერი ალექსანდრია ჰუბარდი.

დუში

დიდი ხანია დუშის კაბინებს აღარ ვხვდებით ინტერიერის დიზაინის პროექტებში და მათ მაგივრად სააბაზანოში გამოყოფილია სივრცე, რომელსაც არ აქვს არანაირი ბარიერი და მხოლოდ შუშით არის გატიხრული. მისი გამოყოფა ვიზუალურად სხვა ფერის ან პატერნის იატაკის და კედლის ფილებითაც შეიძლება. ასევე აქტუალურია გრძელი ტრაპი, რომელიც სილამაზესთან ერთად საკმაოდ პრაქტიკულია. ხშირად იაპონელი დიზაინერების პროექტებში დუში საერთოდ არ არის ტიხრით გამოყოფილი და სხვა სანიტარული პროდუქტებიც და მასალებიც ისეთია, რომ მათი დასველება პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში ასევე საჭიროა კარგი ვენტილაციის სისტემა ნესტის ასარიდებლად.

ხელსაბანი

ცალკე მდგომი ხელსაბანს იშვიათად იყენებენ დიზაინერები თავიანთ პროექტებში. უფრო ხშირია კარადა, რომელიც სათავსოს და ხელსაბანს აერთიანებს. მსგავი კარადა ზოგჯერ დასადგამი, ზოგჯერ კი კედელზე დაკიდებულია. უფრო პატარა სივრცეში სჯობს მისი დაკიდება სივრცის ილუზიის შესაქმნელად, ასევე მარტივია ამ შემთხვევაში მათი გაწმენდაც.

ტუალეტი

ევროპის ქვეყნებში ბიდე ძალიან აქტუალურია. რადგან ცალკე ბიდის დადგმას დამატებითი სივრცე სჭირდება, დიზაინერები იყენებენ ტუალეტებს, რომელსაც შეთავსებული აქვს ეს ფუნქციაც, ასევე აქტუალურია ჩასაშენებელი ჩასარეცხი სისტემა, თუ გეგმარება ხელის შემწყობია.

მოპირკეთება

ბოლო პერიოდში მინიმალიზმით გამორჩეულმა ინტერიერის დიზაინერებმაც დაიწყეს ფერის და პრინტის გამოყენება. არსებობს უამრავი ფერი და კომბინაცია კერამიკული ფილების, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესო ელფერს სძენს დიზაინს.

ტექნოლოგია

Alexa და Google Home-ის წყალობით ხმით კონტროლის დანერგვა სახლში ძალიან აქტუალურია. ხშირია დამკვეთების მიერ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მსგავსი ტექნოლოგია თავიდანვე გათვალისწინებული იყოს დიზაინში. 

Apple-ის ახალი მაღაზია ტაილანდში

Fala Atelier-ის სახლი მწვანე იატაკზე