in

Apple-ის ახალი მაღაზია ტაილანდში

Banner M2
Banner M2

Apple-ის ახალი მაღაზია მდებარეობს ტაილანდის ერთ-ერთი ქალაქის ურბანულ ცენტრში. შენობამ ახალი სოციალური ცენტრი გააჩინა და  სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძებებისთვის მიმზიდველ ლოკაციად იქცა. პროექტი  Apple- ის გუნდისა და არქიტექტურული კომპანიის Foster + Partners-ის  მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

მაღაზია მდებარეობს ქალაქის კულტურული ცენტრის სამხრეთ ნაწილში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზნით იყრის თავს. აქ გვხვდება ხიდები, უამრავი სამგზავრო გზები და სამლოცველოები.

ამ თავბრუდამხვევ ურბანულ ქაოსში, მდებარეობს ორსართულიანი შუშის შენობა, რომლის საყრდენიც კონუსისებური ფორმის უზარმაზარი ბოძია, რომელიც ჭერის ზედაპირს ჰარმონიული გადასვლით უერთდება. საკუთრივ, ეს ფორმა ძალიან ორგანულია და ერთგვარი გადაძახილია ბუნების ელემენტებთან.

ხის სტრუქტურა 1461 ევროპული მუხის პროფილითაა შექმნილი. მათი მეშვეობით მთავარი საყრდნი უფრო სტაბილურდება.

ორ სართულზე არსებულ კომერციულ სივრცეებს აერთებს სპირალური კიბე, რომელიც გარს არტყავს ხის მთავარ საყრდენ სტრუქტურას. იმის გამო, რომ კიბე გაპრიალებული უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, ვიზუალურად სკულპტურულ ნამშევარს ემსგავსება, მეორე სართულიდან კი იშლება ურბანული ხედი, რომელიც გამწვანებაშია ჩაფლული.

რადგან გარეთა კედლები შემინულია, არქიტექტორმა გადაწყვიტა სახურავი დიამეტრში გაეზარდა, რაც ჩრდილს წარმოქმნიდა. იმ მიზეზით, რომ ინტერიერი ყველასათვის ხილვადია, დიზაინის პროცესში გარეთა ფასადიც დაიხმარეს. შენობას რკალად მიუყვება ხეების რიგი, რომელიც ემსგავსება შენობის ცენტრალურ სტრუქტურას, რომელსაც ხის მსგავსი აგებულება აქვს.

ჯეფ კუნსის ნამუშევრები 7 განხვავებულ სახლში

აბაზანის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები